GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ირაკლი ღარიბაშვილი - იმედს გამოვთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, ეს გააძლიერებს რეგიონში მშვიდობას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და ერებისთვის
10
პოლიტიკა / საქართველო
დიდი ოპტიმიზმითა შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგს, მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს და გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში არსებობდეს, დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა.

„მინდა, აღვნიშნო, რომ მადლიერი ვართ ჩვენი სომეხი კოლეგების. ორივე ქვეყანა მოწოდებულია, ორივე მთავრობა მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში არსებობდეს, დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. პრემიერმა ძალიან კარგად იცის ჩემი პოზიცია და ჩვენი მთავრობის პოზიცია. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ, რომ ჩვენი წვლილი. კონტრიბუცია შევიტანოთ აი, ამ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რომელიც მთელი რეგიონის ქვეყნებსა და ხალხებს მოუტანს სარგებელს. დიდი ოპტიმიზმითა და იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს. მინდა, გამოვთქვა ჩვენი იმედი, რომ სომხეთ-აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს და გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას, სტაბილურობას შეიწუობს ხელს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და ერებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »