ყველაფერი სპორტის შესახებ. ბლოგი ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად.
"იცნობდეთ, ეს ქართველი ვარსკვლავია."
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი გოგა ბითაძე საუკეთესო სეზონს ატარებს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (იგივე NBA)...
გოგა 25 წლის წინ დაიბადა საგარეჯოში. მამამისიც კალათბურთელი იყო, თუმცა მისი კარიერა ტრავმის გამო არ შედგა. პატარაობიდანვე შეუყვარდა ბიჭს ერთერთი ყველაზე მობილური და სანახაობრივი სპორტის სახეობა. გოგა ჯერ სკოლის გუნდში თამაშობდა, ხოლო როცა წამოიზარდა, დედასთან ერთად თბილისში გადაბარგდა და იქაურ გუნდში, "ვითა"- ში ჩაირიცხა. თბილისში მისი ერთერთი ყოფილი მეზობელი ასე იგონებს იმ წლებს:
"გოგა დედასთან ერთად ავტოფარეხში ცხოვრობდა, ქუჩის მოედანთან ახლოს, სადაც ბავშვები ფეხბურთს ვთამაშობდით. პატარა გოგა კი იდგა კალათბურთის გატეხილი ფარის წინ და საათობით ისროდა ბურთს კალათში."
ნიჭთან და დიდ სურვილთან შერწყმულმა თავდადებულმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და გოგა 16 წლის ასაკში უკვე სერბეთის ჩემპიონატში თამაშობდა...
2019 წლიდან გოგა ბითაძე მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში, NBA-ში თამაშობს. მისი სიმაღლე 2,08 სმ-ი ხოლო წონა 113 კგ-ია. ამჟამად ის აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდის, ორლანდო მაჯიკის წევრი და მისი ერთერთი ლიდერია. ბოლო მატჩი ორლანდოელი მაგიების გუნდმა "ბრუკლინთან" ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 102-101 დაამარცხა მოწინააღმდეგე. ორი მეოთხედის შემდეგ მაგიები 18 ქულით იყვნენ უკან, მაგრამ მაინც შეძლეს მეტოქის დამარცხება, რაშიც გოგას წვლილი დიდი იყო. ქართველმა 33 წუთი ითამაშა და 19 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. ეს გოგას მიერ შესრულებული მე7-ე ორმაგი დუბლია ბოლო ცხრა შეხვედრაში. ორლანდოელები მეოთხე ადგილზე არიან კონფერენციაში და NBA-ს საჩემპიონო პლეი-ოფში გასვლის კარგი შანსი აქვთ...
წარმატებები ვუსურვოთ ახალგაზრდა ქართველ ვარსკვლავს გოგა ბითაძეს...