"აფხაზეთი ისტორიულ გზასაყართან," ბლოგი ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ აფხაზეთის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში მოეწყო გამოფენა-ექსპოზიცია მიძღვნილი შამილ ბასაევისადმი...
ჩეჩენი შამილ ბასაევი იყო ცნობილი საველე მეთაური. მან დიდი როლი ითამაშა აფხაზეთ-საქართველოს 1992-93 წლების ომში. ის მეთაურობდა ჩეჩენთა აფხაზურ ბატალიონს, იყო აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და თავის დროზე დაჯილდოვდა აფხაზეთის გმირის მედლით. ბასაევი გამოირჩეოდა თავისი სისასტიკითა და დაუნდობლობით, მას ასობით ქართველი მეომრისა თუ მშვიდობიანი ადამიანის სისხლში აქვს ხელი გასვრილი...
შამილ ბასაევი ასევე აღიარებულია რუსეთის ნომერ პირველ ტერორისტად. საკმარისია ითქვას, რომ ის იყო ორგანიზატორი ბესლანის ტერაქტის, რომლის დროსაც დაიღუპა 333 ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი...
მუზეუმი, სადაც შამილ ბასაევის ექსპოზიციაა გამოფენილი, რუსეთის მიერ იქნა აღდგენილი და საერთოდაც, შეიძლება ითქვას, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკა მოსკოვის დაფინანსების ხარჯზე სულდგმულობს. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის პარლამენტმა არ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა რესპუბლიკაში რუსული ინვესტიციების შემოდინებასა და ქვეყანაში რუსული ბიზნესის დამკვიდრებას... პასუხად, შეწყდა მოსკოვის ფინანსური დახმარება, საარსებო წყარო გადაეკეტა რესპუბლიკის მოსახლეობას. გაითიშა ენგურჰესი, რუსეთმა კი შეწყვიტა ქვეყნისათვის ელენერგიის მიწოდება...
აფხაზეთი დილემის წინაშე აღმოჩნდა. რუსეთი, საქართველო თუ თურქეთი, ეს ის ქვეყნებია, რომელთაგან ერთ-ერთის გარეშეც თვითაღიარებული რესპუბლიკა ალბათ ვერ შეძლებს ფუნქციონირებას...
ალბათ დროა დახმარების ხელი გავუწოდოთ აფხაზებს და დავეხმაროთ მათ ამ რთულ სიტუაციაში,
უკვე დროა ვიზრუნოთ მშვიდობიანი დიალოგის დაწყებისა და ჩვენი ისტორიული ძმების, აფხაზთა შემორიგებისათვის...
ვარდენ მეკალმიშვილი