GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ოთარ კიტეიშვილმა „დნიპროსთან“ შეუცვლელად ითამაშა
5
სპორტი / მსოფლიო
ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ თურქეთის ქალაქ ბელეკში ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა – ავსტრიელები პოლონურ „პოგონთან“ 1:6 დამარცხდნენ, უკრაინულ „დნიპროს“ კი 2:1 მოუგეს და საწვრთნელი შეკრება დაასრულეს.

„შტურმის“ მწვრთნელმა ამ შეხვედრებში ორი შემადგენლობა ათამაშა. პოლონელებთან მატჩში ოთარ კიტეიშვილს მონაწილეობა არ მიუღია, უკრაინელებთან კი შეუცვლელად იასპარეზა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა „შტურმის“ მიერ გატანილ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. მე-13 წუთზე ქართველის წამოწყებული შეტევის შემდეგ ანგარიში ბირეტიმ გახსნა. 29-ე წუთზე ოთარმა ხელსაყრელ პოზიციაზე ალექსანდერ პრასი გაიყვანა, რომელმაც შორიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა.

„შტურმმა“ თურქეთში მოსამზადებელი შეკრება დაასრულა და სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის ავსტრიაში მოემზადება, სადაც კიდევ ორ საკონტროლო მატჩს გამართავს – 27 იანვარს „მტკ ბუდაპეშტს“ უმასპინძლებს, ხოლო 30 იანვარს – უკრაინულ „რუხს“.

„შტურმი“ სეზონს 2 თებერვალს ავსტრიის თასზე ვენის „აუსტრიასთან“ მატჩით განაახლებს.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »