GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ოთარ შამუგია ბრიუსელში ორმხრივ შეხვედრებს მართავს
3
პოლიტიკა / მსოფლიო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვის, ოკეანეებისა და თევზჭერის საკითხებში ევროკომისარს, ვირგინიუს სინკევიჩიუსს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებაზე. აღინიშნა, რომ გასულ წელს გამოქვეყნებულ ევროკომისიის ანალიტიკურ დასკვნაში ასახულ პრიორიტეტულ სფეროებში საქართველოს ჰქონდა ხელშესახები პროგრესი, რაც სათანადოდ შეფასდა ევროკავშირის მხრიდან.

„ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო ინტენსიურად გავაგრძელოთ მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და რეკომენდაციების შესასრულებლად. სამინისტრო აქტიურად ემზადება ევროინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯებისთვის“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიზანშეწონილია, ორმხრივი სამუშაო ჯგუფების ფორმატში დარგობრივმა ექსპერტებმა დეტალურად განიხილონ ევროკავშირის მოლოდინები და გასატარებელი საჭირო ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს რეკომენდაციების ეფექტიანი აღსრულების პროცესს.

ოთარ შამუგიამ ევროკომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გარემოს დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმების შესახებ. მისი თქმით, ეროვნული კანონმდებლობა სრულად დაუახლოვდა ევროკავშირის ჩარჩო კანონმდებლობასა და სტანდარტებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში; ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს ახალი კანონი „სამრეწველო ემისიების შესახებ“.

„შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ წყლის ხარისხი და წყლის რესურსების თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვა საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ქვეყანა ეტაპობრივად გადადის წყლის რესურსების მართვის ახალ სისტემაზე – მდინარეთა სააუზო მართვაზე, რითაც გაუმჯობესდება ხარისხიან წყალზე ხელმისაწვდომობა და წყლის რესურსების დაცვა.

ბიომრავალფეროვნების დაცვა და ნარჩენებით გარემოს დაბინძურება საქართველოსთვის, ისევე როგორც თითქმის მთელი მსოფლიოსთვის, მნიშვნელოვანი გამოწვევაა. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებებით საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და პრევენცია ერთ-ერთი პრიორიტეტულია საქართველოსთვის.

ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვეყანაში ჩამოყალიბდა ევროპულ მიდგომებზე დაფუძნებული ნარჩენების მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას. ამასთან, სამინისტრო მუშაობს თევზჭერის მდგრადი განვითარების ეროვნული კონცეფციის მომზადებაზე, რომელიც განსაზღვრავს თევზის რესურსების დაცვისა და მდგრადი თევზჭერის განვითარებისათვის აუცილებელ ყველა მიმართულებას.

გარემოს დაცვის, ოკეანეებისა და თევზჭერის საკითხებში ევროკომისარმა, ვირგინიუს სინკევიჩიუსმა დადებითად შეაფასა საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები და აღნიშნა, რომ მისასალმებელია ის ტემპი, რაც საქართველოს აღებული აქვს ევროინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ევროკომისარმა სრული მხარდაჭერა გამოხატა სამომავლო სექტორული რეფორმების პროცესის მხარდასაჭერად.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »