GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გამართულ დებატებში მიიღეს მონაწილეობა
8
პოლიტიკა / მსოფლიო / საქართველო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა გივი მიქანაძემ და ხატია წილოსანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გამართულ დებატებში მიიღეს მონაწილეობა.

გივი მიქანაძემ, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორედ არჩიეს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2013 წლიდან სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე.

„ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2013 წლიდან პატიმართა უფლებების დარღვევის შესახებ ჩვენ გვაქვს ნული განცხადება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშში წარმოდგენილი პოზიტიური დაკვირვებები ნათლად ასახავს საქართველოს მთავრობის სულისკვეთებას, პატივი სცეს პატიმართა უფლებებს, ასევე პატიმართა მკურნალობისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

სესიაზე, თემაზე „გლობალიზაცია კრიზისის და ომის დროს“, გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღო დელეგაციის წევრმა ხატია წილოსანმა.

„იმის მიუხედავად, რომ „კოვიდ-19“-მა, რუსეთის აგრესიულმა მოქმედებებმა უკრაინის წინააღმდეგ და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ აშკარად დააზარალა საქართველოს ეკონომიკა, ჩვენ შევძელით სტაბილური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და კანდიდატის სტატუსის მიღებით მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების ასპარეზზე“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.

22-26 იანვარს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მიმდინარეობს. სესიის განმავლობაში ასამბლეამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტი აირჩია. გაიმართა დებატები ისეთ თემებზე: მოვლენები ახლო აღმოსავლეთში, ბავშვების მდგომარეობა უკრაინაში, მიგრაციისა და თავშესაფრის თემის გამოყენება საარჩევნო კამპანიაში, გლობალიზაცია კრიზისისა და ომის დროს, საპატიმროებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებები.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: გივი მიქანაძე, ხატია წილოსანი, ეკა სეფაშვილი, ქეთევან თურაზაშვილი, ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »