GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ანრი ოხანაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა
1
პოლიტიკა / საქართველო
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რობინ დანიგანთან გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ჩვენი ქვეყნისთვის ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. ქალბატონ ელჩს მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და იმ წვლილისთვის, რაც მათ გაიღეს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესის მხარდასაჭერად.

ვისაუბრეთ, ასევე, ევროკავშირის მხრიდან წარმოდგენილ ცხრა პუნქტთან დაკავშირებით, რომელზეც ვმუშაობთ და შევთანხმდით შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე, როგორც ამ ცხრა პრიორიტეტთან, აგრეთვე სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რაც, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »