GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
დიდი ბრიტანეთის არმიის მეთაური მოქალაქეებს აფრთხილებს, მოემზადონ რუსეთთან მასშტაბური ომისთვის
7
პოლიტიკა / მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის არმიის მეთაური მოქალაქეებს აფრთხილებს, მოემზადონ რუსეთთან მასშტაბური ომისთვის.

ლონდონში ჯავშანტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას, გენერალმა სერ პატრიკ სანდერსმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა არის მომავალი მოვლენების ნიშანი. ბრიტანელი გენერალი უკრაინაში არსებულ ვითარებას 1914 და 1937 წლების კრიზისებს ადარებს და აცხადებს, რომ მხოლოდ „მოქალაქეების არმიები“ შეძლებენ დასავლეთის ცხოვრების წესზე მომავალი შემოტევის დამარცხებას.

„ჩვენმა წინამორბედებმა ვერ აღიქვეს ეგრეთ წოდებული ივლისის კრიზისის შედეგები 1914 წელს და ჩავარდნენ ყველაზე საშინელ ომებში. დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავუშვათ იგივე შეცდომა. უკრაინას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. ეს ომი არ ეხება მხოლოდ დონბასის შავ მიწას და არც რუსეთის იმპერიის აღდგენას. ეს ეხება ჩვენი სისტემის და ცხოვრების წესის პოლიტიკურად, ფსიქოლოგიურად და სიმბოლურად დამარცხებას. როგორ ვპასუხობთ ჩვენ, როგორც ომამდელი თაობა, ისტორიაზე აისახება. უკრაინული სიმამაცე ახლა დროს ყიდულობს“, – განაცხადა ბრიტანეთის არმიის მეთაურმა.

პატრიკ სანდერსმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთის მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ სამოქალაქო მობილიზაციის ისეთი დონისთვის, რომელიც დასავლეთ ევროპაში 1945 წლიდან აღარ ყოფილა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »