GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ქალაქ ტუსონში დაამონტაჟეს კამერა, რომელიც ათას წელიწადს იმუშავებს, რათა ერთი ხედი გადაიღოს
18
საზოგადოება / მსოფლიო
არიზონის უნივერსიტეტის ექსპერიმენტულმა ფილოსოფოსმა ათასწლეულის კამერა დაამონტაჟა, როგორც მას თავად უწოდებს. ეს გახლავთ მოწყობილობა, რომელიც ქალაქ ტუსონის ერთ კადრს ათასი წლის განმავლობაში გადაიღებს.

ჯონათან კიტსი ამბობს, რომ სურს, ათასწლეულის კამერამ ღრმად დააფიქროს ყველა კაცობრიობის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ.

„ადამიანთა უმეტესობას საკმაოდ ბუნდოვანი ხედვა აქვს მომავლის შესახებ. ადვილია, წარმოიდგინო, რომ ადამიანებს ტუსონი ათასი წლის შემდეგი ვერსია შეიძლება გაცილებით უარესი წარმოედგინოთ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამის წარმოდგენა შეგვიძლია, ცუდი არაა“, — ამბობს კიტსი.

მისი განცხადებით, ეს ძალიან კარგი რამეა, რადგან თუ ამას წარმოვიდგენთ, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება მოხდეს და შესაბამისად, ამან შეიძლება მომავლის ფორმირების მოტივაცია მოგვცეს.

კამერა შედგება ფოლადის ბოძისა და მის თავზე დაყენებული სპილენძის ცილინდრისგან. როცა სინათლე ცილინდრში შედის, 24-კარატიანი ოქროს თხელ ფურცელში არსებულ ქინძისთავის ზომის ხვრელში გაივლის, შემდეგ კი ეცემა ზედაპირს, რომელიც ზეთის საღებავის პიგმენტით, სახელად ვარდის ენდროთია დამუშავებული.

კიტს მხოლოდ გონივრული წარმოდგენა შეუძლია იმისა, რა სახის მასალები შეიძლება არ დეგრადირდეს საუკუნეთა განმავლობაში ისე, რომ ამოცნობადი გამოსახულება დატოვოს, მაგრამ ვარდის ენდროს საღებავის დღის სინათლის ციკლების შესაბამისად დაჩრდილვა ამას შეძლებს.

კამერა ტუმამოკის ბორცვზე დაამონტაჟა, საიდანაც ის ქალაქ ტუსონს გადაჰყურებს და ზედ დატანებულია შესაბამისი წარწერაც, რომელიც გამვლელებს მის დანიშნულებას ამცნობს.

როდესაც სურათი საბოლოოდ გამომჟღავნდება, ლანდშაფტის სტატიკურ ნაწილთა უმეტესობა ყველზე მკაფიო იქნება, ხოლო რეგულარულად ცვალებადი ადგილების ფორმები უფრო აჩრდილისებრი იქნება.

ყველაზე დიდი ალბათობით, ყველაზე ძლიერ აღბეჭდილი იქნება ბუნებრივი ლანდშაფტის მონახაზი; საუკუნეების განმავლობაში კადრში შეიცვლება შენობათა რაოდენობა და დიზაინი.

ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება მომავალში, მაგრამ ეს ნამდვილად საინტერესო სააზროვნო ექსპერიმენტია. თუ ათასი წლის წინანდელ პერიოდს გადახედავთ, შუა საუკუნეებს, ჯერ კიდევ ხმლებითა და ცულებით ვიბრძოდით.

როცა კიდევ ათასი წელიწადი გავა, ეჭვგარეშეა, რომ კლიმატის ცვლილება, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია და სხვა მრავალი ფაქტორი მსოფლიოს ისე შეცვლის, რომ დღევანდელისგან ძლიერ განსხვავებული იქნება.

კიტსი აღიარებს, რომ მრავალი მიზეზის გამო, ათასწლეულის კამერამ შეიძლება ისე ვერ იმუშაოს, როგორც განზრახულია. ასეთი კამერა ხომ ჯერ არავის დაუმონტაჟებია და შემდეგში, შეიძლება სულაც მომავალმა თაობებმა მოხსნან. თუმცა, მისი განზრახვაა, რომ კამერამ 3023 წლამდე იმუშაოს.

„შუალედში გახსნის შემთხვევაში, მისი მუშაობა შეფერხდება“, — ამბობს კიტსი.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »