მწარმოებელთან ფასზე შეთანხმების შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პრეპარატი ლიბმელდი ირლანდიაში გამოსაყენებლად ხელმისაწვდომი იქნება.
პრეპარატი გამოიყენება იშვიათი და სიცოცხლისათვის საშიში მემკვიდრეობითი დაავადების, - მეტაქრომატული ლეიკოდისტროფიის სამკურნალოდ, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვების მეტაბოლურ სისტემაზე.
ეს დაავადება ბავშვების თავის ტვინს და ნერვულ სისტემას ძალიან აზიანებს.
თავდაპირველად, პრეპარატის ერთჯერადი დოზის ფასი 2,8 მილიონი ევრო იყო.
გარღვევა ბენელუქსის ქვეყნების ჩართვის შემდეგ მოხდა - ანუ, მას შემდეგ, რაც წამლის მწარმოებელ Orchard Therapeutics-თან მოლაპარაკებებში, ირლანდიასთან ერთად, ბელგია და ნიდერლანდებიც ჩაერთო.
ლიბმელდის დასამზადებლად, ღეროვანი უჯრედების ნიმუშს პაციენტის ძვლის ტვინიდან ან სისხლიდან იღებენ.
წამლის მისაღებად, ხდება მისი მოდიფიცირება, რის შემდეგაც, პრეპარატი, ინფუზიის სახით, ვენაში შეჰყავთ.
ხუთი წლის განმავლობაში ირლანდიაში ამ პრეპარატით, სავარაუდოდ, სამ ბავშვს უმკურნალებენ.
პროექტის ჯამური ღირებულება თითქმის 10 მილიონი ევრო იქნებოდა, მაგრამ უფრო დაბალ ფასზე შეთანხმება მოხერხდა.
თუმცა, ეს ფასი არ სახელდება.
ირლანდიის ჯანდაცვის მინისტრის, სტივენ დონელის განცხადებით, ჯანდაცვის სამსახურის აღმასრულებელმა ორგანომ პრეპარატი, ქვეყანაში გამოსაყენებლად, უკვე დაამტკიცა.
მისივე თქმით, პრეპარატი ძალიან დადებითად აისახება ამ დაავადების მქონე ბავშვების ჯანმრთელობაზე.