GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ბაქოში ვიზიტის ფარგლებში გიორგი ამილახვარი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
2
პოლიტიკა / საზოგადოება / საქართველო / მსოფლიო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრთან, ემინ ამრულაევთან, სადაც მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ემინ ამრულაევს მასპინძლობისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უკანასკნელ წლებში კიდევ უფრო გაძლიერდა სექტორული თანამშრომლობა. ამ მიმართულებით კი განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განათლებასა და მეცნიერებაზე.

გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით უკვე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებზე. მინისტრის თქმით, ის თავად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრთან ერთად, აქტიურად არის ჩართული პროცესებში.

შეხვედრაზე მხარეებმა ზოგადი და პროფესიული განათლების მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს. საუბარი შეეხო უმაღლესი განათლების განვითარების კუთხით საქართველოსა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაძლიერებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მნიშვნელობას. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა მასშტაბური სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს. თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს სამაგალითო პარტნიორობისთვის, მეგობრობისა და ნაყოფიერი ვიზიტისთვის.

როგორც საუბრისას ემინ ამრულაევმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »