GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მიხაი პოპშოი დაინიშნა
2
პოლიტიკა / მსოფლიო
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ნიკუ პოპესკუს პარლამენტის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მიხაი პოპშოი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა მოლდოვის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, მთავრობას ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ახალი სამინისტრო დაემატება, რომელსაც კრისტინა გერასიმოვი უხელმძღვანელებს. კრისტინა გერასიმოვი საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნად 2023 წლის ნოემბერში დაინიშნა.

მანამდე, ნიკუ პოპესკუმ თანამდებობის დატოვების შესახებ კიშინიოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პოპესკუს თქმით, მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ დასახული საგარეო პოლიტიკური მიზნები წარმატებით შეასრულა და ახლა პაუზა სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ნიკუ პოპესკუ მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე 2021 წელს დაინიშნა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »