GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
თეონა აქუბარდია - ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიური პროცესების საკითხზე დროებითი კომისიის ფორმატში უნდა ვიმსჯელოთ
5
პოლიტიკა / საქართველო
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიური პროცესების დაჩქარებულ მიმდინარეობასთან დაკავშირებით პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებითი კომისიის ფორმატში უნდა ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, წლის ბოლოს რუსეთს სრულიად უკანონოდ გადაეცა ბიჭვინთის აგარაკები აფხაზური საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, იგეგმება ე.წ. აპარტოტელების მშენებლობა (მრავალბინიანი საცხოვრებელი 60-დან 100 ათასამდე რუსეთის ფედერაციის მოქალაქისთვის) და ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო ფლოტის განთავსების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.

„ასევე, სოხუმის აეროპორტი გადაეცა კრემლთან დაახლოებულ პირებს. უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება საქართველოს პარლამენტის მხრიდან. 2014 წლიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, პარლამენტის მიერ შეფასება იყო რუსეთის ანექსიური პოლიტიკის. დღეს კი „ქართული ოცნების“ ლიდერები ბიჭვინთის უკანონო გადაცემას ოკუპაციის და არა – ანექსიის გაგრძელებად აფასებენ. უარს ამბობენ ოპოზიციის მიერ ინიციირებული შესაბამისი რეზოლუციის განხილვაზეც კი, მაშინ როცა ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხი მთავარი ეროვნული ინტერესია“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა იყოს მოწვეული დროებითი კომისიის სხდომა.

„გია ვოლსკის მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ მოიწვიოს დროებითი კომისიის სხდომა, რათა ერთობლივად ვიმსჯელოთ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ანექსიურ პროცესებზე და შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე, მათ შორის პარლამენტის მიერ შესაბამისი რეზოლუციის მიღების საკითხზე. დაუშვებელია რუსეთის ანექსიურ პროცესზე დუმილი, მით უფრო მაშინ, როცა „ოცნების“ პირობებში აქამდე პარლამენტში ამ საკითხზე შესაბამისი რეზოლუციების მიღება შესაძლებელი იყო კონსენსუსის გზით“, – განაცხადა აქუბარდიამ.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »