30 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათზე ევროვიზია 2024-ის წილისყრა გაიმართება, რომელშიც 38 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
კონკურსის წესებიდან გამომდინარე, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია, ე.წ. დიდი ხუთეულის ქვეყნები და მასპინძელი შვედეთი ფინალში ავტომატურად გადადიან. წილისყრაზე კი გავიგებთ, რომელ ნახევარფინალში შეეძლებათ მათ ხმის მიცემა.
წილისყრაზე ცნობილი გახდება, რომელ ნახევარფინალში იმღერებენ დანარჩენი 32 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველო და მისი წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე.
წლევანდელ წილისყრას პერნილა მანსონ კოლტი და ფარა აბადი წარუძღვებიან. წამყვანების თქმით, წილისყრა ევროვიზიის დასაწყისია და მნიშვნელოვანია მომავალი ასპარეზობისთვის.
შეგახსენებთ, რომ ევროვიზია 2024-ს შვედეთის ქალაქი მალმე მასპინძლობს. კონკურსის პირველი ნახევარფინალი – 7 მაისს, მეორე ნახევარფინალი კი 9 მაისს გაიმართება. გრანდიოზულ ფინალს მაყურებელი 11 მაისს იხილავს.