საფრანგეთში საქართველოს ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტში (Sciences Po) კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
23 ნოემბერს, ქ. პარიზში, პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტში (Sciences Po) საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის სტუდენტთა ასოციაციის ინიციატივით კონფერენცია „უფრო ძლიერი აღმოსავლური პარტნიორობა: ევროკავშირის ხედვა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ“ გაიმართა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი საფრანგეთსა და მონაკოში, გოჩა ჯავახიშვილი, რომელმაც საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების პროცესზე, მიღწეულ პროგრესსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ქვეყნის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.
კონფერენციაში მონაწილეობა ასევე მიიღეს მოლდოვას რესპუბლიკის ელჩმა საფრანგეთში კორინა კალუგარუმ; Science Po-ში კვლევების დირექტორმა, პოლიტოლოგმა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ექსპერტმა, ჟაკ რუპნიკმა და Science Po-ს პოლიტიკური მეცნიერების პროფესორმა და CERI-ის ევროპული პროექტის ხელმძღვანელმა კრისტიან ლეკესნმა.