GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „ზეგაანის“ შესახებ შესახებ სტატიას აქვეყნებს
6
კულტურა / საზოგადოება / საქართველო
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „ზეგაანის“ შესახებ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ზეგაანის ღვინის განვითარება პირდაპირპროპორციულადაა მიბმული წინანდლის ღვინის ისტორიაზე.

„ეს ორი სოფელი ერთმანეთისგან მხოლოდ 20 კილომეტრითაა დაშორებული. შესაბამისად, მე-19 საუკუნის ბოლოს, წინანდალში დაწყებული პროცესები – ღვინის ქარხნის აშენება, წარმოების გაფართოება, მამულების შესყიდვა და ვენახების გაშენება პირდაპირ აისახა ზეგაანში მეღვინეობის მოდერნიზებაზე. თუმცა, გამორჩეულად აღსანიშნია ის, რომ ზეგაანი უკვე დამოუკიდებელ მიკროზონაშია მოქცეული, მისი ვენახები არ მიეკუთვნება „წინანდლის“ მიკროზონას, ამიტომ ზეგაანის ღვინო ცალკე დარეგისტრირდა ადგილწარმოშობის დასახელებად და დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვა ქართულ ღვინოებს შორის. მისი მიკროზონა მოიცავს უშუალოდ სოფელ ზეგაანს და მის სავარგულებს, შესაბამისად, ღვინო „ზეგაანი“ მზადდება მხოლოდ ამ მიკროზონაში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან.

ღვინის წარმოების განვითარება 1920 წლიდან შეეხო ზეგაანს. სოფელში აშენდა ქარხანა და თბილისსა და თელავში მომუშავე ღვინის სამეცნიერო ცენტრებმა ზეგაანის ღვინის დახვეწა-განვითარებაზე იზრუნეს. დღესდღეობით, ზეგაანის ღვინო არის ბიოღვინო. ზეგაანი არის ქვევრის წითელი მშრალი ბიოღვინო. აქვს მუქი ბროწეულისფერი შეფერილობა. გემოზე სავსე, ხავერდოვანი, მაყვლისა და შავი მოცხარის ტონებით გაჯერებული გემო და დაბალანსებული ტანინები. დავარგებისას მას უვითარდება განსაკუთრებული არომატი – პილპილ-მიხაკის სანელებლებისა და მშრალი ხილის – შავი ქლიავის ტონებით სავსე ბუკეტი.

ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 12%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი უნდა იყოს არაუმეტეს 4 გ/ლ. ღვინო „ზეგაანის“ დასამზადებლად მოკრეფილი ყურძნის შაქრიანობა კრეფის დროს არ უნდა იყოს 21%-ზე ნაკლები. ყურძნის დაწურვის წესი ზეგაანს ლიმიტირებული აქვს, ყურძნის მოკრეფიდან დაწურვამდე არ უნდა იყოს გასული სამ საათზე მეტი. ღვინის დადუღება უნდა მოხდეს ველურ საფუარზე, ქვევრში დავარგება კი უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 20 თვის განმავლობაში. ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ზეგაანი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2022 წლის 30 აგვისტოს.

დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »