GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ირაკლი ღარიბაშვილი კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
2
პოლიტიკა / საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილეს, აბდულლა ნასსერ ლუთას შეხვდა.

აბდულლა ნასსერ ლუთამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერის სახელით გადასცა მოსაწვევი მმართველობის საკითხებზე მსოფლიო სამიტზე დასასწრებად, რომელიც 12-14 თებერვალს დუბაიში გაიმართება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, გამოიყენოს ეს პლატფორმა, რათა გააძლიეროს თანამშრომლობა პარტნიორებთან.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობას შეეხო.

დადებითად შეფასდა ბოლო წლებში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია სპარსეთის ყურის ქვეყნებთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებით.

საუბარი შეეხო ეკონომიკურ და მმართველობის სფეროში თანამშრომლობას; განიხილეს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და პოტენციალი. პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე, რომელიც მას აქვს როგორც ევროპისა და აზიის, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დაკავშირებადობისა და სატრანზიტო მიმართულებით.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების (CEPA) მნიშვნელობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უფრო მყარი და კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის გაცვლითი პროგრამის, პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენელი მანალ ბინ სალემი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »