ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი ზარქუამ ქალაქ ბრიუსელში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირში ურბანული პოლიტიკის შესახებ პარლამენტთაშორის კონფერენციაში, რომელიც ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ინიციატივით გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის წევრები, ევროკავშირის ინსტიტუტების და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში განიხილეს ურბანული განვითრების საკითხები: დაფინანსება, მნიშვნელოვან ურბანულ პროექტებში მოქალაქეების ჩართულობა, კლიმატის ცვლილებასთან ურბანული გარემოს ადაპტაცია და ურბანული მობილურობის საკითხები.