გამარჯობა ქალბატონო ნინო, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენი სტუმარი.
ქალბატონო ნინო როგორც ვიცით გაქვთ ქართული ასოსიაცია ქალაქ რუანში,
როდის დაარსეთ და რა იყო ასოციაციის შექმნის მიზეზი?
გამარჯობა, დიდი მადლობა თქვენ რომ ასეთ კარგ საქმეს აკეთებთ და მადლობა მოწვევისთვის, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავეცნოთ თქვენს მკითხველს,
მე გახლავართ ასოციაცია ქართული კულტურის სახლის ერთერთი დამფუძნებელი, რომელიც მდებარეობს ქ.რუანში ასოციაცია შევქმენი ჩემს მეგობრებთან დალი კიწბაბაშვილთან და სოფო ალექსანდრიასთან ერთად
ძალიან სასიამოვნოა მსგავსი ინფორმაციის მიღება როცა უცხო ქვეყანაში ქართული საქმე კეთდება.
როდის შეიქმნა ასოციაცია?
ასოციცია შეიქმნა 2021 წლის ნოემბერში, მიზეზი თუ რატომ, 10 წელია ვცხოვრობ ამ ქალაქში და ყოველთვის იყო საუბარი იმაზე თუ რატომ არ არის ჩვენს ქალაქში ქართული სკოლა, ცეკვა თუ მუსიკა, ერთხელაც სპონტანურად გადავწყვიტეთ რომ შეგვექმნა ასოციაცია რაც საშუალებას მისცემდა ჩვენს შვილებს ყველაფერ ქართულთან უფრო მჭიდრო კავშირში რომ ყოფილიყვნენ
ასოციაცია როგორც უკვე მოგახსენეთ შეიქმნა 2021 წლის ნოემბერში თუმცა ცეკვის ანსაბლი ჩამოყალიბდა 2022 წლის მარტის თვეში სახელწოდებით “ფესვები”
რამდენად ბევრი ქართველი ცხოვრობს თქვენს ქალაქში? რამდენი დამფუძნებლისგან შედგება ანსამბლი?
ვფიქრობ საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობს.
პირველი კონცერტი სად გქონდათ, როგორი იყო ემოციურად თქვენთვის ღონისძიება?
ამ ეტაპზე ანსაბლში ცეკვავს 14 მოზარდი ჯერჯერობით, 4 წლიდან 12 წლამდე ასაკის გოგო- ბიჭები, ველოდებით , რომ მომავალში უფრო ბევრნი ვიქნებით
პირველი ჩვენება გვქონდა ქალაქ მარომის მერიასთან არსებულ ბიბლიოთეკაში, რომელიც ატარებდა ღონისძიებას სახელწოდებით “ Le mois de voyage “ “მოგზაურობის თვე”
მივიღეთ მონაწილეობა და ვეცადეთ მოკლე ცეკვებითა და დადგმით პატარა წარმოდგენა შეგვექმნა საქართველოზე მარომელებისთვის.
სადაც გვესწრებოდნენ მარომის მერიიდან მოწვეული სტუმრები.
მაყურებლის შთაბეჭდილებები?
დიდი აღფრთოვანება და მოწონება დაიმსახურა ჩვენმა პატარებმა, რომლებიც მაქსიმალურად შეეცადნენ წარმოეჩინათ ქართველების ბრძოლისუნარიანობა და ქართველი ქალის როლი ჩვენს ყოფით ცხოვრებაში.
ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს ქორეოგრაფებს იოსებ გოგიას და ქრისტინე ჯგერენაის, რომლებიც უანგაროთ და მოხალისეთ მუშაობენ უკვე მეორე წელია ჩვენს ასოციაციასთან.
ანსამბლს ჰყავს ორი ქორეოგრაფი უკვე ზემოთ ხსენებულები ქრისტინე და იოსები, რომლებიც ყოველ კვირა დღეს პარიზიდან მოდიან იმისთვის, რომ ბავშვებს შეასწავლონ ქართული ცეკვა.
ძალიან სასიამოვნოა აუცილებლად გავაცნობთ მათ ჩვენს მკითხველს
სამომავლო გეგმების შესახებ რომ გვითხრათ
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, 23 დეკემბერს ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ საშობაო ღონისძიებაში, ე.წ Marche de Noël სადაც წარმოვადგენთ უკვე რამდენიმე ქართულ ცეკვას და ქართულ სანოვაგეს.
ძალიან სასიამოვნოა გისურვებთ წარმატებებს როგორც, თქვენ ასევე ასოციაიას და ქართველ მოზარდებს.
დიდი მადლობა რომ გვითხრათ მისამართი სადაც გაქვთ ცეკვის სტუდია,რომ იცოდეს მკითველმა
აქვე მინდა დავამატო თუ ნებას მომცემთ, ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ასოციაციის კიდევ ორ დამფუძნებელს, სოფიო ალექსანდრიას და დალი კიწბაბიშვილს რომლებიც ასევე მოხალისეთ მუშაობენ ასოციაციისთვის, ასევე მადლობა თითოეულ მშობლებს , რომლებიც ცდილობენ, ჩვენს პატარა ემიგრანტ ქართველებს აქედანვე ჩაუნერგონ ქართული კულტურის მიმართ სიყვარული,
რომ არ დაკარგონ და დაივიწყონ საიდან მოდის ჩვენი “ფესვები”
დიდი მადლობა ასევე ჩვენგან ყველას ვინც უდგას ამ კარგ საქმეს გვერდით
გაგვიხარდება და მოხარულები ვიქნებით თუ უფრო და უფრო მეტი ქართველი გაწევრიანდება ასოციაციაში, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გვესტუმროთ ყოველ კვირა დღეს შემდეგ მისამართზე : Rue Ernest Danet, 76150 Maromme