GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ისკო დასენი განცხადებას ავრცელებს
7
პოლიტიკა / საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ისკო დასენი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტის წევრი გახდა, მიმდინარეობს მის მიმართ ზეწოლა, ცილისმწამებლური კამპანიები და ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების მიერ ე.წ. ფეიკსიუჟეტების მომზადება.

ისკო დასენის განცხადებით, ყოველ ჯერზე არის მცდელობა, ნებისმიერი ჭორი თუ გამოგონილი აბსურდი მას დაუკავშირონ და ამ გზით მმართველ პარტიას ჩრდილი მიადგეს.

„საზოგადოებას მოეხსენება, რომ 2016 წელს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ სიით ვიყარე კენჭი არჩევნებში და საქართველოს პარლამენტის წევრი გავხდი. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე ზეწოლა, ცილისმწამებლური კამპანიები, ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების მიერ ე.წ. ფეიკსიუჟეტების მომზადება, ჩემს ოჯახში შემოჭრები და ა.შ. ამ მიმართებით, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ტელევიზიებიდან განსაკუთრებული ცინიზმით და შეურაცხყოფით გამოირჩევა ტელეკომპანია „ტვ პირველი“. წლების განმავლობაში ამ ტელევიზიის წარმომადგენლები ჩემს სახელს უკავშირებდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებთანაც, უმეტეს შემთხვევაში, ნაცნობობაც კი არ მაკავშირებს, რომ არაფერი ვთქვა იმ გამოგონილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებშიც თითქოსდა მე ვმონაწილეობ. ტელეკომპანიას სხვადასხვა დროს არაერთი მცდელობა ჰქონდა, სამართალდამცავ ორგანოებში ჩემი მრავალწლიანი საქმიანობის პერიოდზე რაიმე კომპრომატი მოეპოვებინა და ამით მოეხდინა ჩემი დისკრედიტაცია, რაც უშედეგო აღმოჩნდა. ასევე, შედეგი არ გამოიღო ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის მიერ ნაწარმოები დეკლარაციების გადამოწმებამ და მათთვის სასურველი დარღვევების ძიებამ. საზოგადოებამ არც ის დაიჯერა, თითქოსდა მე და ჩემი ოჯახის წევრები ე.წ. ქოლცენტრების დანაშაულებრივ სქემაში ვიყავით ჩართულნი და, მსუბუქად რომ ვთქვათ, ვაიჟურნალისტებს ამ შემთხვევაშიც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ამჯერად საზოგადოებამ იხილა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ შემოთავაზებული ახალი ფეიკნიუსი, რომლის სიუჟეტი კინოკომპანია „ბოლივუდის“ ყველაზე უფრო ფანტასტიური ჟანრის ფილმს მოგვაგონებს და მხოლოდ ღიმილს იწვევს. სხვა მხრივ კი, თუ საკითხს სერიოზულად შევხედავთ, აშკარაა, რომ ყოველ ჯერზე ტელეკომპანია „ტვ პირველი“ ცდილობს, ნებისმიერი ჭორი თუ გამოგონილი აბსურდი პირადად მე დამიკავშიროს და უკიდურესად უარყოფითი კუთხით წარმომაჩინოს, რაც ჩემი დისკრედიტაციის გზით მმართველი პარტიისათვის ჩრდილის მიყენებას ისახავს მიზნად. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებების სრულ უუნარობას და ის ვერასდროს იქნება შედეგიანი“, – ნათქვამია ისკო დასენის განცხადებაში.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »