GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ნიკოლოზ ჩხეტიანი - მშენებლობა მსოფლიოში დადებითი პროცესია, ჩვენს შემთხვევაში, შავი პიარის ნაკადში აღიქმება, როგორც დანაშაული, დადგმულია კამპანია, რომელსაც შესაბამისი დამკვეთი ჰყავს
2
საზოგადოება / საქართველო
კარგად გვახსოვს, წინა ხელისუფლების დროს როგორ ქებას ასხამდნენ ნებისმიერი პროექტის განხორციელებას. ჩვენ თუ ვახორციელებთ რამე პროექტს, ეს დანაშაულად, ბოროტებად, კრიმინალად ცხადდება. ორმაგი სტანდარტი გვაქვს, – ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფონდი „ქართუს“ ნებისმიერ აქტივობასთან დაკავშირებით აწყდებიან კამპანიას, რომელიც დადგმულია და შესაბამისი დამკვეთი ჰყავს.

„რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ფონდი „ქართუს“ ძირითადი დონორია, საქართველოში თითქმის მთელი თავისი აქტივები ფონდ „ქართუს“ გადასცა და ფონდი ახორციელებს ამ აქტივების მართვას, საქველმოქმედო პროექტებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზოგან ვაქირავებთ, ზოგან ვყიდით, ზოგან ვავითარებთ ტერიტორიებს და შემოსულ თანხებს საქველმოქმედო პროექტებში ვიყენებთ. ამით შენდება ობიექტები, რასაც ფონდი საქველმოქმედოდ უკეთებს სახელმწიფოს.

სამი კომპანიის საკუთრებაში რამდენიმე მიწის ნაკვეთი არსებობდა. სამივე კომპანია წარმოადგენს ფონდ „ქართუს“ შვილობილ კომპანიას. კონკრეტული „ქეისიდან“ გამომდინარე, ამ მიწის ნაკვეთების რეალიზაცია გადაწყდა. მავანს დასჭირდა მორიგი ტყუილების კორიანტელის გამოცხობა, ადგილი აქვს ცალსახად პიარულ მეთოდს, გარკვეული ქმედების დემონიზაციას, რადგან საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილს და ქართულ სტრუქტურებს. ეს შეეხება ნებისმიერი სახის ჩვენს აქტივობებს, ძირითადად მშენებლობას. გამოვიდა ისე, რომ მშენებლობა, რაც მსოფლიოში დადებითი პროცესია, ჩვენს შემთხვევაში, ამ უკუღმართ სარკეში, შავი პიარის ნაკადში აღიქმება, როგორც რაღაც დანაშაული და კრიმინალიც კი. ყველას კარგად გვახსოვს, წინა ხელისუფლების დროს როგორ ქებასა და დიდებას ასხამდნენ ნებისმიერი პროექტის განხორციელებას. ორმაგი სტანდარტი გვაქვს – ზოგადად, ვინმე თუ აკეთებს ან თვითონ აკეთებენ, კარგია და თუ ჩვენ ვახორციელებთ რამე პროექტს, ეს დანაშაულად, ბოროტებად, კრიმინალად ცხადდება. ეს არის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი, რასაც ნებისმიერ ჩვენს აქტივობაში ვაწყდებით და არახალია. ამ კამპანიას, რომელიც აშკარად დადგმული, ორკესტრირებულია, შესაბამისი დამკვეთიც ჰყავს, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ფორმა აქვს და ამ ფორმაში ყველას თავისი როლი, ფუნქცია, ნიშა აქვს. ზოგზოგიერთი წარმომადგენელი თავის ნიშაში ფუნქციონირებს, ამ როლს ძალიან კარგად ასრულებს, ვგულისხმობთ ბატონ შალვა ნათელაშვილს, რომელიც ამ კომიკური პოლიტიკური კომედიის ჟანრში ძალიან წარმატებულია და შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, დღემდე აგრძელებს ამ საქმიანობას, აბსურდული ბრალდებებით ახალისებს ხალხს. ადამიანს ასეთი ფანტაზია რომ აქვს, ალბათ ცალკე უნდა დავაფასოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ფონდმა „ქართუმ“ განცხადებაც გაავრცელა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »