GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ვახტანგ ცინცაძე - მსოფლიო ბანკის „საწარმოთა გამოკითხვის“ შედეგები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში არსებულ ჯანსაღ ბიზნესგარემოს
6
პოლიტიკა / საზოგადოება / საქართველო
მსოფლიო ბანკის „საწარმოთა გამოკითხვის“ 2023 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბიზნესგარემო თითქმის ყველა ასპექტში უმჯობესია როგორც მსოფლიოს ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებთან, ასევე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, „საწარმოთა გამოკვლევა“ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და მოიცავს ბიზნესგარემოს ფართო სპექტრს: კორუფციის დონის, რეგულაციებისა და გადასახადების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებლებს.

„მაგალითად, რეგულაციებზე დახარჯული დროის თვალსაზრისით, საქართველოს მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მაჩვნებელი დაახლოებით 9%-ია. ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიებს დაახლოებით 3-ჯერ ნაკლები დრო სჭირდებათ რეგულაციებთან შესაბამისობისთვის, ვიდრე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ასევე აღსანიშნავია მაჩვენებლები კორუფციის მიმართულებით. მათ შორის მოქრთამვის შემთხვევები, კორუფციის სიღრმე თუ საჯარო მომსახურების გაწევისას კომპანიების მოლოდინი ქრთამის გადახდასთან დაკავშირებით საქართველოში, ან ნულია ან ნულთან ახლოსაა, როცა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში არსებულ ჯანსაღ ბიზნესგარემოს. ჩვენი მთავრობის მიზანია მისი კიდევ უფრო გაუმჯობესება და დახვეწა. საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ქვეყანაში ხარისხობრივი ინვესტიციების შემოდინებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას“, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის წინა კვლევასთან შედარებით, 17.3%-დან ცხრა პროცენტამდე შემცირდა კომპანიების წილი, რომლებიც გადასახადების განაკვეთს მიიჩნევდა მნიშვნელოვან შემზღუდავ ფაქტორად. უწყების ცნობით, იმ კომპანიების წილი, რომელიც გადასახადების ადმინისტრირებას შემზღუდავ ფაქტორად მიიჩნევს, განახევრებულია და მხოლოდ 3.9%-ს შეადგენს. ასევე კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით საქართველოში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფიქსირდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. ამ კომპონენტის უმრავლეს ინდიკატორებში საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვნად უკეთესია ევროპისა და ცენტრალური აზიის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »