GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
მაკა ბოჭორიშვილმა ბელგიის პარლამენტის მიერ ორგანიზებული პარლამენტთაშორისი კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
7
პოლიტიკა / საქართველო / მსოფლიო
ჩვენ შევძელით, მოდერნიზაციისკენ გადაგვედგა ნაბიჯები და ვცდილობთ, უკეთ ვუპასუხოთ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს, თუმცა კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს გადასალახი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ბელგიის პარლამენტის მიერ ორგანიზებულ პარლამენტთაშორის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ევროკავშირის ურბანულ პოლიტიკას ეხება.

„საქართველო გასული წლის დეკემბერში გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ამ ისტორიული მომენტიდან იწყება ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების გზა. ინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის, რომელიც ჩვენ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად უნდა გავიაროთ, რა თქმა უნდა, მრავალი მიმართულებით იქნება სამუშაო. საჭიროა პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება არა მხოლოდ ევროკავშირის ინსტიტუტებთან, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სხვადასხვა დონეებზე და სხვადასხვა საკითხებზე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ბელგიაში მიმდინარე პარლამენტთაშორისი კონფერენცია შესანიშნავი შესაძლებლობაა, ერთად იმსჯელონ ისეთ საკითხებზე, რაც ერთი შეხედვით სრულიად ადგილობრივი მნიშვნელობისაა, თუმცა სწორედ ამ ადგილობრივი საკითხებისადმი ერთიანი მიდგომები ქმნის ევროპული სისტემის განვითარებისთვის საჭირო საერთო ჩარჩოს.

„საქართველო თავისი ქალაქებით უძველესი ქვეყანაა, რთული ისტორიით, შერეული და საინტერესო არქიტექტურით, თანამედროვე მოთხოვნებით და ახალი შესაძლებლობებით, რაც ჩვენს წინაშე იხსნება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა გამოწვევამ, რომელთა წინაშეც დავდექით, კონფლიქტმა, რუსულმა აგრესიამ, ენერგო და ეკონომიკურმა კრიზისებმა, ბუნებრივმა კატაკლიზმებმა, თავისი გავლენა მოახდინა ურბანულ განვითარებაზე.

ჩვენ შევძელით, მოდერნიზაციისკენ გადაგვედგა ნაბიჯები და ვცდილობთ, უკეთ ვუპასუხოთ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს გადასალახი იმისათვის, რომ თანამედროვე მოთხოვნებთან ვიყოთ შესაბამისობაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროპული გამოცდილების გაზიარებას ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ურბანულ განვითარებას შეეხება, იქნება ეს ფინანსები, მოქალაქეთა ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფა, თუ ეკოლოგიური საკითხები.

საპარლამენტო დონეზე მსგავსი საკითხების განხილვისას უნდა ვიმსჯელოთ, როგორ შევქმნათ საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალურად თანაბარი შესაძლებლობები ქალაქების სწორი განვითარებისთვის, იმგვარად, რომ ქალაქები იყოს მაქსიმალურად კომპაქტური, მწვანე, მედეგი და კარგად შეკავშირებული. ლოკალური მნიშვნელობის საკითხების გადაჭრა თანამედროვე პირობებში ვერ მოხდება მხოლოდ ადგილობრივი პერსპექტივიდან.

ტექნოლოგიური განვითარება, სხვადასხვა დონეზე გლობალიზაცია, სოციალური თუ მიგრაციული ასპექტები, რა თქმა უნდა, აჩენს იმის საჭიროებას, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას ხედვები იყოს უფრო ფართო. ამისთვის კი აუცილებელი არის ერთმანეთის მოსმენა, საერთო გამოწვევების განსაზღვრა, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, აკადემიური წრეებისა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მეტი ჩართულობა, ვინაიდან პოლიტიკის განსაზღვრა მათი რჩევებისა და მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელი იქნება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »