GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
გია ცაგარეიშვილი - ანტიკორუფციული ბიურო იმისთვის შევქმენით, რომ ამოწმოს ყველა და ყველაფერი, განურჩევლად პარტიული კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობისა, რაშია აქ სენსაცია?
2
პოლიტიკა / საქართველო
ანტიკორუფციული ბიურო იმისთვის შევქმენით, რომ ამოწმოს ყველა და ყველაფერი, განურჩევლად პარტიული კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობისა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილს კითხვით მიმართეს: „„ნაციონალურ მოძრაობას“ თავისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი პიარკონსულტანტი ჯერემი როზნერი, რომელმაც პარტიას ურჩია, დეკლარაციების თემით მსოფლიო ბანკის კვლევა გადაეფარათ. როგორ შეაფასებთ ამას?“

გია ცაგარეიშვილის თქმით, საკითხით ოპოზიციამ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა.

„ბედოვლათმა ოპოზიციამ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა და ამ მიზნით შემოაგდეს თემა, თითქოს ანტიკორიფციული ბიურო ხელისუფლების წარმომადგენლების სკანდალურ შემოწმებას ახორციელებს. აღნიშნული შემოწმების შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინ გავრცელდა, ყველამ კარგად იცოდა და რატომღაც დღეისთვის შემოინახეს. ანტიკორიფციული ბიურო ამოწმებს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. ინფორმაცია რომ შემოგდებული და ბრიყვულად გავრცელებულია, აქედანაც კარგად ჩანს. ანტიკორუფციული ბიურო იმისთვის შევქმენით, რომ ამოწმოს ყველა და ყველაფერი, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და ქონებრივი მდგომარეობისა. მოწმდება გიორგი ცაგარეიშვილიც, კახა ოქრიაშვილიც და კობა ნაყოფიაც. მერე რა, რომ ამოწმებენ? ჩვენ მიერ შექმნილი ბიურო გვამოწმებს ჩვენ და რამდენიმე ოპოზიციონერს – ამიხსენით, რაშია აქ სენსაცია? შავი პიარი და ფულით ნაყიდი ბინძური ლობიზმის შედეგია აგორებული კამპანია იმის თაობაზე, თითქოს უმრავლესობასა და ხელისუფლებლებაში ისეთი კორუმპირებული არიან, რომ მათ ანტიკორიფციული ბიურო ამოწმებს“, – განუცხადა გია ცაგარეისვილმა ჟურნალისტებს.

მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს ინფორმაცია გაავრცელა მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგებზე. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია, სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »