GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირთა უფრო მარტივ და სწრაფ დეპორტაციას, რომელთაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ
42
საზოგადოება / ემიგრანტები / მსოფლიო
გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იმ ადამიანების უფრო მარტივ და სწრაფ დეპორტაციას, რომელთაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ამ ნაბიჯით გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის კოალიციური მთავრობა ცდილობს, გაუმკლავდეს არალეგალურ მიგრაციას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კანონპროექტის მიხედვით, დეპორტაციამდე დაკავების კანონიერი მაქსიმალური ვადა 10 დღიდან 28 დღემდე გახანგრძლივდა. ხელისუფლებას ექნება მეტი უფლებამოსილება, როდესაც საქმე შეეხება ჩხრეკის ჩატარებას. მაგალითად, ახალი კანონპროექტით პოლიციას უფლება ექნება, შევიდეს საერთო საცხოვრებელში და არამხოლოდ დეპორტირებული პირის ოთახში.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დარჩენის უფლების არმქონე ადამიანებს უფრო სწრაფად მოუხდეთ ჩვენი ქვეყნის დატოვება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.

მისი თქმით, კანონი ასევე დაეხმარება ხელისუფლებას ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »