GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
გიორგი ყიფიანი - „ლოკომოტივის“ პოზიციაა, რომ საქართველოს ჩემპიონატში ბალანსის დასაცავად ათი ლეგიონერი საკმარისია
2
სპორტი / საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბების ხელმძღვანელების შეხვედრაზე პირველ არხთან კომენტარი გიორგი ყიფიანმა გააკეთა. თბილისის „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი ლეგიონერებზე ლიმიტის გაზრდის წინააღმდეგია და იმედოვნებს, რომ პროფესიული საფეხბურთო ლიგა ჩამოყალიბდება, რაც კომერციულად საინტერესო მოდელი იქნება.

„შეხვედრაზე განხილული იყო ეროვნულ ლიგებში ლეგიონერების ლიმიტის გაზრდა, რომელზეც განსხვავებული პოზიციებია. დიდი იმედი მაქვს, რომ მაინც შევჯერდებით და უცხოელების გონივრული რაოდენობა იქნება განსაზღვრული. „ლოკომოტივის“ პოზიციაა, რომ ბალანსის დასაცავად ათი ლეგიონერი საკმარისია.

მიმაჩნია, რომ ძალიან კარგია პროფლიგის პროექტი, რომელიც კლუბების მიერაა ინიციირებული. იმედია, საბოლოოდ მივაღწევთ იმას, რომ კლუბები საკუთარ თავზე ვიქნებით დამოკიდებულები. მიზანი კომერციულად საინტერესო მოდელის შექმნაა, საქართველოს ჩემპიონატი უფრო მიმზიდველი რომ გახდეს.

2024 წელი მთლიანად უნდა დაეთმოს იმას, რომ კონკრეტული კომპონენტები ჩამოყალიბდეს და ამის საფუძველზე, საბოლოოდ, პროფლიგის მყარი სტრუქტურა განისაზღვროს. საამისოდ, სამუშაო პროცესში ყველამ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა შესრულდეს“, – ამბობს გიორგი ყიფიანი.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »