GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს აზერბაიჯანთან და სომხეთთან მჭიდრო პარტნიორობა აქვს, ვიცი, რომ ლიდერებს სურთ ურთიერთობა ორმხრივ დონეზე, ეს სწორი გზაა
4
პოლიტიკა / საქართველო / მსოფლიო
მეზობელ ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან საქართველოს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები და პარტნიორობა აქვს, ისინი არიან ძმები და მეგობრები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელზე განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების პოზიციაა, რომ სურთ ორმხრივ დონეზე ურთიერთობა, რაც, ღარიბაშვილის განცხადებით, სწორი გზაა.

„მე მქონდა ორი წლის წინ მედიაციის, ფასილიტაციის მცდელობა. ჩვენ გვქონდა წარმატებული პირველი მედიაცია, როდესაც აზერბაიჯანმა გაათავისუფლა 15 დაკავებული და სომხეთმა გადასცა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები. ეს იყო წარმატებული მცდელობა. მაგრამ ეს არის ძალიან რთული სიტუაცია. ჩვენ გვესმის, რომ ამ რეგიონში ბევრი მოთამაშეა. დავამატებდი, მე ვიცი, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების პოზიციაა, რომ მათ სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა ორმხრივ დონეზე. პირადად მე, ვფიქრობ, ეს არის სწორი გზა, რადგან ამდენი მედიატორით, ამდენი დაინტერესებული მხარით პროცესი ზოგჯერ უფრო კონფლიქტური და კონტრპროდუქტიული ხდება. შესაბამისად, მე მათ წარმატებას ვუსურვებ. დიდი იმედი მაქვს, ისინი გამოსავალს იპოვიან და მალე მოაწერენ ხელს სამშვიდობო შეთანხმებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »