GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი მიზანია, ქუთაისის აეროპორტი სრულად პასუხობდეს მომსახურების საუკეთესო საერთაშორისო მოთხოვნებს
13
საზოგადოება / მოგზაურობა / საქართველო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურება კიდევ უფრო კომფორტული გახდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის. დღეიდან უკვე ფუნქციონირებს 700 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი, თვის ბოლომდე კი სრულად ამოქმედდება ტერიტორიის განათების განახლებული სისტემა. ჩვენი მიზანია, რომ ქუთაისის აეროპორტი სრულად პასუხობდეს მომსახურების საუკეთესო საერთაშორისო მოთხოვნებს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტი ერთ-ერთი პირველი ობიექტია, რომელსაც საერთაშორისო მოგზაური ქვეყანაში ჩამოსვლისას ხედავს და მნიშვნელოვანია, რომ მას დახვდეს მაქსიმალური სერვისი.

გარდა ამისა, ქვრივიშვილის თქმით, აღნიშნული აეროპორტით სარგებლობს ათიათასობით ჩვენი მოქალაქე და მათ, ასევე, აუცილებლად მაღალი ხარისხით უნდა მოვემსახუროთ.

„ჩვენ ვმუშაობთ ქუთაისის აეროპორტის განვითარების გრძელვადიან სამოქმედო გეგმაზე, რომლის თანახმადაც, ჩვენი აეროპორტი არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი იქნება ევროპაში, არამედ შეძლებს საუკეთესო საერთაშორისო მომსახურება შესთავაზოს მგზავრებს. შარშან ამ აეროპორტით დაახლოებით 1,7 მლნ მგზავრმა ისარგებლა და ველოდებით, რომ 2024 წელს ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტი იქნება. ამდენად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მაქსიმალური კომფორტით დახვდნენ“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, აეროპორტში კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს ან სამომავლოდ განხორციელდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში წელს ასევე რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი, მათ შორის, ბაქანისა და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია, ასევე დაიწყება ახალი, 3,5 კმ.-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, რაც მომავალში ქუთაისის აეროპორტს ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდის მიღება-მომსახურების შესაძლებლობას მისცემს.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »