GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
„ზლატე მორავცემ“ ისევ ქართველების გოლებით მოიგო
4
სპორტი / მსოფლიო
„საბურთალოს“ სამი ფეხბურთელი – იური ტაბატაძე, გიორგი ჯინჯოლავა და ლევან ნონიკაშვილი სლოვაკეთის გუნდ „ზლატე მორავცეში“ იჯარის წესით გადავიდნენ და უკვე მეორე ამხანაგური მატჩი ითამაშეს.

თბილისელმა ფეხბურთელებმა სლოვაკურ გუნდში სლოვაკურ-ჩეხური კლუბების ტურნირზე, „ტიპსპორტ ლიგაზე“ „ზლინის“ წინააღმდეგ (1:0) პირველად ითამაშეს. ძირითად შემადგენლობაში იყვნენ იური ტაბატაძე და გიორგი ჯინჯოლავა, ერთადერთი გოლი კი სერგი კუხიანიძემ გაიტანა.

„ზლატე მორავცემ“ „ტიპსპორტ ლიგაზე“ მეორე მატჩიც მოიგო. ამჯერად გუნდს ლევან ნონიკაშვილიც შეუერთდა და „ზბროიოვკა ბრნოსთან“ გამარჯვებაში (2:0) ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. 24-ე წუთზე ანგარიში იური ტაბატაძემ გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე ნონიკაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სლოვაკური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ჯინჯოლავაც, ხოლო სერგი კუხიანიძემ ამჯერადაც შეცვლაზე ითამაშა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »