„ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, რევაზ გოცირიძემ გუნდის მზადების შესახებ გუნდის პრესსამსახურთან ისაუბრა და მიზნად ეროვნულ ლიგაში დაბრუნება დაასახელა.
„ბიჭების ფიზიკური კონდიციები დამაკმაყოფილებელია, საშინაო დავალება ყველამ კარგად შეასრულა, ახლა მიდის კონდიციების გაუმჯობესებაზე მუშაობა. მძიმე დატვირთვებია, რასაც ფეხბურთელები ძალიან კარგად უმკლავდებიან და სათანადოდ შრომობენ. იმედი მაქვს, ფიზიკური მომზადება ჩვენს საბოლოო წარმატებაზე გავლენას იქონიებს.
დავიმატეთ „ლოკომოტივისთვის“ კარგად ნაცნობი მამია გავაშელიშვილი, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გატანილი ჩვენი გუნდის მაისურით და ვიმედოვნებ, მომავალ სეზონშიც ბევრს გაიტანს. ასევე, დავიმატეთ ნახევარმცველი მიხეილ ბაშელეიშვილი „თელავიდან“, რომელსაც კარგად ვიცნობ, ერთად გვიმუშავია. იმედი გვაქვს, ისინი მიზნების მიღწევაში დაგვეხმარებიან.
რაც შეეხება აკადემიიდან დაწინაურებულ ფეხბურთელებს, მათ ნიჭში ეჭვი არავის ეპარება, უბრალოდ, პირველ გუნდთან ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ. ოთხი ამხანაგური შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი – თბილისის „დინამოსთან“, „გაგრასთან“, „საბურთალოსა“ და ბოლნისის „სიონთან“.
ოთხივე ძალიან ძლიერი გუნდია და სპეციალურად შევარჩიეთ, რათა გამოჩნდეს, სად გვაქვს სამუშაო და რაში უნდა მოვუმატოთ. თუმცა, ვიცი, რომ ჩვენ ისეთი შემადგენლობა გვყავს, რომ მაღალი ადგილებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. უნდა დავბრუნდეთ ეროვნულ ლიგაში, რასაც „ლოკომოტივი“ იმსახურებს“, – განაცხადა რევაზ გოცირიძემ.