რა არის ის, რაც ერთ ადამიანში ნარკოდამოკიდებულებას იწვევს, მეორეში კი არა? იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებულ შტატებში, 18-45 წწ. ასაკობრივ ჯგუფში, ნარკომანია სიკვდილის მთავარი მიზეზია, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის (ULB) ნეირომეცნიერების ინსტიტუტის მკვლევარები ამ კითხვას დიდი ხანია სვამენ. კოკაინზე დამოკიდებული საცდელი თაგვების ტვინის და ქცევის შესწავლისას, მათ საოცარი აღმოჩენა გააკეთეს: წახალისების კარგად ცნობილი ჯაჭვის (ის ნარკოდამოკიდებულისთვის, წამახალისებელი ჯილდოს სახით, ნარკოტიკის მიცემის კარგად ცნობილ სქემაში გამოიხატება) გარდა, ამ პროცეში საკვანძო როლს ტვინის სხვა უბანიც ასრულებს. ეს უბანი პარავენტრიკულური თალამუსია. წინა კვლევის დროს, მკვლევარმა ჯგუფმა უკვე დაადგინა გენი (ე.წ. Maged1), რომელიც კოკაინის, ჯილდოსა და სტიმულატორის სახით მიღების დროს, მთავარი მარეგულირებლის როლს ასრულებს. თაგვის ტვინში ამ გენის ინაქტივაციამ, ის (თაგვი) თეთრი ფხვნილის ეფექტის მიმართ სრულიად გულგრილი გახადა. მაგრამ ტვინის რომელ უბანში შეასრულა ამ გენმა თავისი მნიშვნელოვანი როლი? ამის გარკვევა ჯერ კიდევ წინ გვაქვს. „ჩვენ უკვე მივაგენით ტვინის ამ უბანს, რაც სრულიად მოულოდნელი იყო, ერთი მარტივი მიზეზის გამო: ის არ არის ჯილდოს სისტემის ნაწილი, - ამბობს ბელგიის თავისუფალი უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევების დირექტორი, ალბან დე კერხოვე დ'ექსაერდი,-ნარკომანია არღვევს ჯილდოს სისტემას, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი კვლავ იღებს ნარკოტიკს... სანამ არ მიაღწევს იმ დონეს, რომელიც ნარკოდამოკიდებულებაში გამოიხატება“. მაგრამ აქ იყო რაღაც განსხვავებული: „ამ სპეციფიკური გენის პარავენტრიკულარულ თალამუსში ექსპრესია კოკაინთან დაკავშირებული ქცევისთვის „აუცილებელი და საკმარისია“, - აღნიშნულია Nature Communication-ში გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციაში.
ნეირობიოლოგიური მექანიზმები ნარკოდამიკიდებულების გაჩენას და შენარჩუნებას იწვევენ. ისინი დაკავშირებული არიან გარკვეული გენების ექსპრესიის ცვლილებებთან, მათი თანმიმდევრობის შეცვლის გარეშე. ნეირობიოლოგიური მექანიზმები ცნობილია, როგორც „ეპიგენეტიკური“. ეს ცვლილებები გავლენას ახდენს დნმ-ის სტრუქტურაზე და გენეტიკურ მუტაციებს არ წარმოადგენენ. პროფესორი და მკვლევარი, ალბან დე კერხოვე განმარტავს: „ქრომოსომის სტრუქტურა იცვლება, რაც საშუალებას იძლევა, წარმოაჩინოს ან დათრგუნოს გენები, რომლებსაც ნარკომანიაზე აქვთ გავლენა“. ეს არის ზუსტად ის, რაც მკვლევარებმა აღმოაჩინეს: USP7 გენი არის Maged1-ის პარტნიორი („მეგობარი“) გენი, რომელიც მასთან ერთად მოქმედებს დნმ-ის სტრუქტურაზე, მრავალი გენის ექსპრესიის შესაცვლელად. როდესაც ეს „პარტნიორი“ გენი იბლოკება, წამლის ზემოქმედება ითრგუნება.
კოკაინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი თაგვების ქცევის შესწავლის გარდა, მკვლევარებმა ასევე გამოიკვლიეს Maged1 გენის როლი ადამიანებში კოკაინზე დამოკიდებულების გაჩენაში. ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა, Paris Cité -ს ფსიქიატრთა ჯგუფთან ერთად, მოაგროვა 351 ნარკომანი პაციენტი, რომელთაგან 77% მამაკაცი იყო. ამ პაციენტებს ეკითხებოდნენ, რამდენი ხნის განმავლობაში მოიხმარდნენ კოკაინს და იყვნენ თუ არა მასზე დამოკიდებულები, კითხვები ასევე შეეხებოდა კოკაინის მოხმარებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ქცევას. ამ „კოჰორტის“ მთელი გენომი დახარისხდა. გენეტიკური და ქცევითი ინფორმაცია ერთმანეთს შეადარეს: „მკვლევარებმა შეძლეს ეჩვენებინათ, რომ Maged1 გენში არსებობდა გარკვეული მუტაციები, რომლებიც გვიან ხდებოდნენ ნარკოდამოკიდებულები, სხვა მუტაციები კი პირიქით - ადრე ხდებოდნენ კოკაინზე დამოკიდებულნი. რაც შეეხება კიდევ ერთი პარტნიორ გენს (USP7), ჩვენ დავინახეთ, რომ როდესაც გარკვეული მუტაციები არსებობდა, ზოგიერთი პაციენტი, კოკაინის მოხმარების შემდეგ, უფრო აგრესიული ხდებოდა, სხვები კი, - ნაკლებად აგრესიულები“. ამან დაადასტურა თაგვებში დაფიქსირებულ მექანიზმზე გამოტანილი დასკვნების სისწორე. ამრიგად, ამ მექანიზმის ცვლილება საშუალებას მოგვცემს, ზემოქმედება მოვახდინოთ კოკაინზე დამოკიდებულების გენეტიკურ ასპექტებზე, ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ციკლის დასასრულებლად, დამოკიდებული პირის გარემოცვისგან მომდინარე რისკები ასევე გავლენას ახდენს ეპიგენეტიკაზე.
ეს შედეგები კოკაინზე დამოკიდებულების ახალი მეთოდებით მკურნალობის იმედს იძლევა. ამასობაში კი, კოკაინის მოხმრებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რიცხვი იზრდება - 2021 წელს, ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის მეხუთედი კოკაინის ჭარბი დოზით მოხმარებით იყო გამოწვეული. თანაც, თამბაქოსა და ოპიოიდებისგან განსხვავებით, კოკაინზე დამოკიდებულების საკურნალო საშუალებები, რომლებიც ჯანდაცვის საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ იქნებოდა დამტკიცებული, დღემდე არ არსებობს.
ეპიგენეტიკა და ნარკოდამოკიდებულების გენი

თაგვები და ადამიანები

იმედი