GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ლევან დავითაშვილმა მსხვილი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის, Neusoft-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო
3
პოლიტიკა / საზოგადოება / საქართველო
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის მულტინაციონალური კორპორაციის, „ნეუსოფტის“ (Neusoft) უფროს ვიცე-პრეზიდენტს, ჩენ შიმენს შეხვდა. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა ჩინური კორპორაციის წარმომადგენელს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, ქვეყანაში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების შემოყვანის მიზნით, მათთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებაზე, რომელიც კომპანიებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს (5%-იანი საშემოსავლო გადასახადი და 5%-იანი მოგების გადასახადი). ითქვა, რომ ამ ეტაპისთვის 100-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია ოპერირებს საქართველოში, რომლებიც საკუთარ სერვისებს საქართველოდან აწვდიან მომხმარებლებს, ამავე დროს, მათ ქვეყანაში შექმნეს ახალი სამუშაო ადგილები ადგილობრივი პერსონალისთვის.

ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს ადგილობრივი IT სექტორისთვის კადრების მომზადება-გადამზადების პროგრამებს. ვიცე-პრემიერმა „ნეუსოფტის“ დელეგაცია საქართველოში მოიწვია, რათა მათ ადგილზე შეისწავლონ საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში არსებული ვითარება.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »