GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ეროვნული ბანკი - საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის − სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი ჩარჩო ამოქმედდება
8
საზოგადოება / საქართველო
საქართველოს პარლამენტმა ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის – სეკიურიტიზაციის შესახებ კანონი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა. კანონი არეგულირებს ბიზნესსუბიექტების მიერ გრძელვადიანი ფულადი აქტივების (მომხმარებლებისგან სამომავლოდ მისაღები თანხების) ლიკვიდურ აქტივებად გარდაქმნას ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით. ეროვნული ბანკის განმარტებით, ახალი სამართლებრივი ჩარჩო სეკიურიტიზაციასთან დაკავშირებულ რისკებს არსებითად ამცირებს და ამასთან, ინვესტორებისთვის ტრანზაქციის გამჭვირვალობასაც უზრუნველყოფს.

როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ქვეყანაში ბიზნესისთვის დაფინანსების ალტერნატიული წყაროების გაჩენისა და ინვესტორთათვის ახალი საინვესტიციო პროდუქტების შეთავაზების მიზნით. მათივე ცნობით, სტრუქტურული დაფინანსების პროდუქტების ჭრილში აღსანიშნავია 2022 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ კანონი, რომელიც კომერციული ბანკების მიერ იპოთეკური სესხებით უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვებას არეგულირებს.

„სეკიურიტიზაციის მექანიზმის დანერგვა ამ პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა. რეფორმის მიზანია ქვეყანაში დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდა როგორც საფინანსო, ისე არასაფინანსო სექტორისთვის. ახალი კანონი საშუალებას მისცემს ბიზნესსუბიექტებს, სამომავლოდ მისაღები თანხების სტაბილური ნაკადები მიმდინარე ლიკვიდურ აქტივებად გარდაქმნან და ამის საფუძველზე გააფართოონ თავიანთი საქმიანობა“, – განმარტავენ მარეგულირებელში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კანონი საქართველოს ეროვნული ბანკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავტორობით მომზადდა და იგი საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება.

„კანონში გაზიარებულია განვითარებული სეკიურიტიზაციის ბაზრის მქონე ისეთი იურისდიქციის მიდგომები, როგორიცაა ლუქსემბურგი, აგრეთვე კანონში გათვალისწინებულია ევროკავშირში მოქმედი სეკიურიტიზაციის შესახებ რეგულაციის პრინციპები და ძირითადი დებულებები. კანონის მომზადების პროცესში აქტიური მხარდაჭერა გასწია აზიის განვითარების ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ“, – აცხადებენ საქართველოს ეროვნული ბანკში.

საკანონმდებლო ცვლილებები 2024 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »