საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განმარტავს, რომ „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონი 2024 წლიდან სრულად ამოქმედდა.
მათივე ინფორმაციით, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ახორციელებს მომხმარებლის (მომსახურების მიმღები) უფლებების დაცვას, დარღვევის პრევენციასა და დარღვეული უფლებების აღდგენას, ფაქტების გამოვლენასა და დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირებას. შესაბამისად, კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირს უფლება აქვს, სააგენტოს მიმართოს.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, ელექტრონული კომერცია გულისხმობს სავაჭრო პლატფორმების საშუალებით მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდებას.
„კანონის ძირითადი მიზანია ელექტრონული კომერციის პროცესში სავაჭრო პლატფორმის მომხმარებელთა უფლებების დაცვა, შუალედური მომსახურების მიმწოდებელთა (სავაჭრო პლატფორმა) უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა და ა.შ. „მომხმარებლის უფლებების დაცვის“ კანონისგან განსხვავებით, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონის ფარგლებში, მომსახურების მიმღები შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.
მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების დადებამდე მკაფიოდ, სრულყოფილად, გასაგებად და სახელმწიფო ენაზე უზრუნველყოს მომსახურების მიმღებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის ელექტრონული ხელშეკრულების დადებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის, ასევე, საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, საკონტაქტო ინფორმაციის, საიდენტიფიკაციო ნომრის და ა.შ. დარღვევის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს – 598 05 4422; consumer@gnca.gov.ge“, – აღნიშნულია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.