GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: რაც დღეს ხდება საქართველოში ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის ეკლესიის დევნის თანასწორი - წინ შესაძლებელია გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა - ის, რაც ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ხდებოდა
10
კულტურა / საზოგადოება / საქართველო
რაც დღეს ხდება საქართველოში ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის ეკლესიის დევნის თანასწორი. რაც ამ ერთმა ქალბატონმა გააკეთა, ეს არის კრებსითი სახე მათი, ვინც მას თანაუგრძნობს და მხარს უჭერს. წინ შესაძლებელია გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა - ის, რაც 100 წლის წინ და ცოტა უფრო ადრე ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ხდებოდა. ეს არის ნეობოლშევიზმის სახე, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, შობის დღეებში რა სკანდალის შექმნის მცდელობა იყო და პრინციპში შექმნეს კიდევაც - მოსახლეობის დიდ ნაწილს წაართვეს შობის სიხარული. ამ ტელევიზიების თუ ჟურნალისტების მსმენელებისა და თანამოაზრეების გულში ქრისტეს ნაცვლად იყო სტალინი. მათ ეს შემოინახეს შობის დღისთვის და ეს არაა პირველი მცდელობა, გადაფარონ დღესასწაული. რაც დღეს ხდება საქართველოში ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის თანასწორი ეკლესიის დევნისა. რაც ამ ერთმა ქალბატონმა გააკეთა, ეს არის კრებსითი სახე მათი, ვინც მას თანაუგრძნობს და მხარს უჭერს. წინ შესაძლებელია გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა - ის, რაც 100 წლის წინ და ცოტა უფრო ადრე ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ხდებოდა. ეს არის ნეობოლშევიზმის სახე. სულ ერთია, რომელი ხატია იქ, რომელი წმინდანია გამოსახული - ეს ხალხი ნებისმიერ ხატზე ამის გამკეთებელია. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სკანდალის აგორებაში ფარულად თუ ხილულად მონაწილეობდნენ საქართველოს ეკლესიის მოქმედი სასულიერო პირები. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ყველა მათგანი სათანადოდ იქნება მხილებული“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს საპატრიარქომ მიმართა წმინდა სამების ტაძრისთვის წმინდა მატრონას ხატის შემწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.

სასულიერო პირების ინფორმაციით, აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო. შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »