ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს იმ მოთამაშეთა სიაში, რომლებიც მეტოქეებისგან სერია A-ში ყველაზე მეტად დაზარალდნენ – სტატისტიკა სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტო Transfermarkt-მა გამოაქვეყნა.
სპეციალიზებული პორტალის მიერ შედგენილი დარღვევების რეიტინგის მიხედვით, „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ ყველაზე მეტად იუხეშეს.
იტალიის ჩემპიონატის პირველ წრეში „ნაპოლის“ ქართველი მოთამაშის მიმართ თამაშის წესი 51-ჯერ დაარღვიეს. ამ მაჩვენებლით კვარაცხელია ასწრებს რომის „ლაციოს“ შემტევს, მატიას ძაკანის (48) და „ბოლონიას“ შოტლანდიელ ნახევარმცველს, ლუის ფერგიუსონს (41).
„ეს იმის დადასტურებაა, რაზეც ვალტერ მაძარი („ნაპოლის“ მწვრთნელი) ბოლო კვირას ყურადღებას ამახვილებს. „კვარაცხელიას და ოსიმენს მოწინააღმდეგეები ფეხებში ძლიერად ურტყამენ, თუნდაც უბურთოდ ყოფნისას“, – რამდენიმეჯერ გაიმეორა ნეაპოლელთა მწვრთნელმა“, – წერს იტალიური გამოცემა „ილ მატინო“.