GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
18-მეტრიანი ავტობუსები 12-მეტრიან ავტობუსებს ოთხ მარშრუტზე ჩაანაცვლებს
19
საზოგადოება / საქართველო
18-მეტრიანი ახალი ავტობუსები 12-მეტრიანებს ოთხ მარშრუტზე ჩაანაცვლებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 18-მეტრიან ავტობუსებს ქალაქში გადაადგილების პრობლემა არ ექნებათ.

„მომავალი წლიდან დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს. მაღალი ტევადობის ეს ახალი ავტობუსები იმოძრავებენ წინასწარ განსაზღვრულ დერეფნებზე, რომელიც საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად კვლევის შედეგად, მაღალი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით შევარჩიეთ. 18-მეტრიანი ავტობუსები წლების წინ თბილისში გადაადგილდებოდა, ასევე, დადიოდა ტრამვაი, თუმცა მავნებლებმა, ბოროტებმა ქალაქს ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი წაართვეს, ტრამვაის სახით. დღეს რომ ქალაქს ტრამვაი ჰყავდეს, ეს კიდევ უფრო ბევრი ადამიანის გადაყვანის საშუალებას მოგვცემდა და ნაწილობრივ შეამსუბუქებდა იმ ვითარებას, რომელიც დღეს სატრანსპორტო მიმართულებით გვაქვს ქალაქში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, საზოგადოებას მიუნხენიდან დედაქალაქისთვის განკუთვნილი 18-მეტრიანი ავტობუსი უკვე წარუდგინა, რომელსაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

„რა თქმა უნდა, გიხარია შენი ქალაქის წარმატება, როდესაც გული შეგტკივა მასზე, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც: ისეთი ადამიანები, ვისაც პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, არ სიამოვნებს ის დადებითი საქმეები, რასაც ვაკეთებთ. ეს ადამიანებიც მინდა დავამშვიდო: თქვენ და თქვენი შვილებიც ისარგებლებენ იმ ტრანსპორტითა და ინფრასტრუქტურით, რომელიც ამ ქალაქში კეთდება. ჩვენ არ ვყოფთ საზოგადოებას იმის მიხედვით, ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს. რაც კეთდება, ყველაფერი არის საერთო, კეთდება ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, მიუხედავად მათი პოლტიკური კუთვნილებისა. ამიტომ, ამ გაბოროტებული კომენტარებისგან, მარტივად რომ ვთქვათ, უკეთესია, თავი შეიკავოთ, რადგან სხვა ადამიანებს აღიზიანებთ. ამით ვერაფერს დაგვაკლებთ, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ – მოვაწესრიგებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მას უფრო ხელმისაწვდომსა და სწრაფს გავხდით, მეტი რეკრეაციული სივრცე და მწვანე არეალი შეიქმნება ქალაქში, გაგრძელდება სკვერების რეაბილიტაცია, აშენდება ახალი საბავშვო ბაღები, მოწესრიგდება ინფასტრუქტურა თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციით და ა.შ. სამწუხაროდ, უამრავი პრობლემაა ქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს იმის შემართება და შესაძლებელობაც, აღნიშნულ პრობლემებს დავუპირისპირდეთ და ქალაქისთვის სასიკეთო საქმეები გავაკეთოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება 12-მეტრიანი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე: N301, N302, N308, N314, სადაც დღიურად 55 ათასი მგზავრობა ფიქსირდება.

„აღნიშნული ცვლილებით, ახალი ავტობუსის მაღალი ტევადობის გათვალისწინებით, მარშრუტის გამტარუნარიანობა 50 პროცენტით გაიზრდება. გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები კი დაემატება სხვადასხვა მარშრუტს, რითაც შემცირდება ამ ხაზებზე მოლოდინის დრო, ხოლო განტარუნარიანობა გაიზრდება 40 პროცენტით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება გამოთავისუფლებულ 12-მეტრიან ავტობუსებს, ამასთან, თბილისის მერიის ინფორმაციით, ისინი დაემატება შემდეგ მარშრუტებს: N304, 305, 307, 309, 310, 311, 313, 315, 319, 320, 321, 323, 326, 336, 339, 351, 370, 372, 381, 385, 388 და 393. აღნიშნულ მარშრუტებზე დღიურად, ჯამში, 212 167 მგზავრობა ფიქსირდება, რაც ქალაქში ავტობუსით მგზავრობის საერთო რაოდენობის თითქმის 50%-ს შეადგენს.

„N387 მარშრუტზე 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება 12-მეტრიანებით, რის შედეგადაც გამტარუნარიანობა გაიზრდება 70%-ით, ხოლო N293 მარშრუტზე რვამეტრიანი ავტობუსების ჩანაცვლებით, შემცირდება მოლოდინის დრო და გამტარუნარიანობა გაიზრდება 155%-ით.

160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი დედაქალაქში ერთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემოვა და სატრანსპორტო სქემით დადგენილი 10 ძირითადი დერეფნის სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »