,,მამულიშვილო!
ბერმუხა ივერთ მოდგმისა ქართველო !
მე, რიგითი ქართველი, მოგმართავ შენ, ასევე, რიგით ქართველს:
არასოდეს იფიქრო, რომ ჩვენი რიგითობა უმნიშვნელო შემადგენელია ქართველი ერისა.
როგორც ,,ერთ მგზნებარე მორწმუნეს მთელი ქალაქის მოქცევა შეუძლია”, ასევე – ერთ მგზნებარე მამულიშვილს ერის გადარჩენა ძალუძს.
მინდა გაგამხნევო, ქართველო !
შენ და მე უკვე ორნი ვართ და საბედნიეროდ, ჩვენ ირგვლივ კიდევ უამრავი მგზნებარე ბერმუხელი ივერიელია, რომლებიც დიდი სიხარულით უერთგულებენ ჩვენს მრავალტანჯულ სამშობლოს და დაიცავენ მის მომავალს.
გახსოვდეს, რომ შენი ქართველობა ფასდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პირადად შენ უერთგულებ შენს სამშობლოს და მისთვის თავდადების სურვილის კოცონი აგიზგიზდება შენს ნათელ, ქართულ გულში !
წმინდა მეფე ვახტანგმა დაგვიტოვა ანდერძად –
,,ეძიებდით სიკვდილს ქრისტესთვის!”
ქართველისთვის ოდითგანვე ქრისტე და სამშობლო სინონიმები იყო და ამიტომაც გვყავს ღვთისთვის და სამშობლოსათვის თავდადებულთა უპრეცედენტოდ დიდი არმია ზეცაში, რაც მეტად გვაძლიერებს და მეტად აღძრავს ჩვენში სამშობლოსათვის თავდადების სურვილს.
მინდა გახარო, ჩემო ძვირფასო მამულიშვილო !
დღეს თითოეულ ჩვენგანს მოგვეცა საშუალება, ვუპასუხოთ უმთავრეს კითხვას:
ვარ თუ არა მე ქართველი ?
მტერი შემოიჭრა ეკლესიაში, ჩვენს ოჯახებში, ჩვენი ბავშვების გულებში, ჩვენს ტრადიციაში, კულტურაში, ზნეობა-ადათ-წესებში… და მალე ჯერ სულიერ და შედეგად – ფიზიკურ განადგურებას გვიქადის.
წმინდა დიდი მეფის თამარის შეურაცხყოფა !
შემდეგ ,,თვითმკვლელი” (ღმერთო შემინდე!) დედა ღვთისა !
ამ დღეებში წმინდა მატრონა ღვთისმშობლის ხატით ხელში !
ეს ძალიან მწირი ჩამონათვალი ლეგეონის ძალისხმევისა !
პროცესები იღებს სწრაფ და შეუქცევად ხასიათს.
დროს კი ნამდვილად ჩამოვრჩით…
თუმცა ზეციური საქართველოს ლოცვა-კურთხევით ქართველები ბევრად უიმედო მდგომარეობიდან გამოსულან ჩირაღდნებით და გამარჯვებულთა ბაირაღებით ლიტანიობდნენ ჩვენი წმინდა მიწის ქუჩებში !
ქართველო !
დღეს შენი ჯერი დადგა, უპასუხო შენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარ კითხვას:
ხარ თუ არა შენ ქართველი ?
ანუ
ხარ თუ არა შენ ქრისტიანი ?
არ გეგონოს შენი თავი უმნიშვნელო !
გამოდი სამშობლოს, სიწმინდეთა დასაცავად შენს ოჯახის წევრებთან ერთად და ჩვენც, გულანთებული ქართველები, ყველანი აქ დაგხვდებით.
და მერწმუნე, ქრისტეს მხედარო – ,,შენი ხილვით ზეცა მეტად გაიხარებს, ვიდრე ადგილზე მყოფი 99-ის გამო”…
ძალა ერთობაშია!
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტესმიერი სიყვარულით,
რიგითი ქართველი
მამა ბასილი”, – ვკითხულობთ დეკანოზ ბასილ ახვლედიანის განცხადებაში, რომლითაც იგი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ნეტარი მატრონას ხატის შეურაცხყოფასა და 13 იანვარს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.