ირლანდიის მთავრობამ საჯარო სამსახურში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სახელმძღვანელო პრინციპები დაამტკიცა

ევროკავშირის მიერ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ახალი კანონის მოწონების შემდეგ, ირლანდიის მთავრობამ თადარიგი დაიჭირა, რომ ქვეყნის საჯარო სამსახურებში გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ევროკომისიის მიერ შემუშავებულ, ხელოვნური ინტელექტისთვის სავალდებულო ეთიკურობის შვიდ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს.
ეს მოთხოვნებია: ხელოვნური ინტელექტის მუშაობაში ადამიანის მონაწილეობა(ჩარევა) და ზედამხედველობა; ტექნიკური საიმედოობა და უსაფრთხოება; კონფიდენციალურობა და მონაცემთა მართვა; გამჭვირვალობა, მრავალფეროვნება, არადისკრიმინაცია და სამართლიანობა; საზოგადოებისა და გარემოცვის კეთილდღეობა; ანგარიშვალდებულება.
ასევე შემუშავდა საჯარო სამსახურში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული დროებითი რეკომენდაციები.
მთავრობისგან მხარდაჭერის დამადასტურებელ სხვა ზომებს შორის ასევე აღსანიშნავია პროცესების ავტომატიზაციისთვის საჭირო სისტემების პირდაპირი შესყიდვა, ხელოვნური ინტელექტის პროექტების ფინანსური მხარდაჭერა და საჯარო სამსახურების თანამშრომელთა მომზადება-სწავლება.
„ჩვენმა მთავრობამ და საჯარო სამსახურებმა უარი არ უნდა თქვან ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებაზე, მასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების გამო“, - აცხადებს სახელმწიფო ხარჯების, ეროვნული განვითარებისა და რეფორმების მინისტრი, პაშალ დონოჰო.
თავის მხრივ, მეწარმეობის, ვაჭრობისა და დასაქმების მინისტრმა საიმონ კოვენიმ აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გზით მიღწეულ პროდუქტიულობის ზრდას საჯარო სერვისებისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება.