GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთს მოუწოდებს, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყვიტოს
6
პოლიტიკა / საფრანგეთი / მსოფლიო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, აიხან ჰაჯიზადეს განცხადებით, საფრანგეთის მოქალაქის დაუსაბუთებლად დაკავების შესახებ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს. აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ეს განცხადება არის რეალობის დამახინჯება, აზერბაიჯანის საშინაო საქმეებსა და ლეგიტიმური გამოძიების პროცესში ჩარევის კიდევ ერთი მცდელობა.

„საფრანგეთის მოქალაქის მიმართ ზომების მიღებისას აზერბაიჯანულმა მხარემ სრულად დაიცვა ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო ვალდებულებები. ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ მას საფრანგეთის საელჩოს საკონსულო თანამშრომლები რამდენჯერმე ესტუმრნენ და სისხლის სამართლის საქმეს სრულად გაეცნენ“, – განაცხადა აიხან ჰაჯიზადემ.

9 იანვარს საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ლეილა აბდულაევამ ფრანგულ მედიას განუცხადა, რომ აზერბაიჯანმა ჯაშუშობის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც, სავარაუდოდ, საფრანგეთის საგარეო დაზვერვასთან იყო კავშირში.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »