GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
თბილისის საჯარო ბაღების 11 188 თანამშრომელს მიმდინარე თვიდან ხელფასი 15 პროცენტით გაეზრდება
8
პოლიტიკა / საზოგადოება / საქართველო
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა ხელფასების მატებაზე ისაუბრა.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მუნიციპალიტეტში დასაქმებულებს ხელფასები ათი პროცენტით მიმდინარე წელსაც გაეზრდებათ.

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასი ათი პროცენტით იზრდება და, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტშიც, აქ მომუშავე ადამიანებისთვის ხელფასების მატება მოხდება ათი პროცენტით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, საჯარო ბაღების თანამშრომლების ხელფასები 15 პროცენტით გაიზარდოს.

„მინდა, ასევე, ინფორმაცია მოგაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, რომ, დედაქალაქლის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15 პროცენტით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან, შრომატევად და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევიან და ამ ადამიანების ხელფასები არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ 15 პროცენტით მოხდეს მომატება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2017 წლიდან დღემდე თბილისში 23 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, 11-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

„საბავშვო ბაღები ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სენსიტიური თემაა. 2017 წლიდან, როდესაც ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო, რომ მიგვეხედა არსებული ინფრასტრუქტურისთვის, მოგვეწესრიგებინა, ახალი აგვეშენებინა. როდესაც საუბარია ბავშვებზე, მომავალ თაობაზე, აქ ყოველთვის მიმართული იქნება განსაკუთრებული ძალისხმევა და ყურადღება, რათა ჩვენს პატარებს ნორმალურ გარემოში სწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. 2017 წლიდან დღემდე თბილისში 23 ახალი ბაღი აშენდა, რეაბილიტაცია კი მძიმე მდგომარეობაში არსებულ 11 ბაღს ჩაუტარდა. რა თქმა უნდა, ამით არ შემოვიფარგლებით და მუშაობას განვაგრძობთ. ხედავთ, თუ როგორი სტანდარტი შემოვიღეთ ბაღების ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ევროპულ, თანამედროვე ქალაქსაც შეშურდება ასეთი ინფრასტრუქტურის ბაღები. ეს სტანდარტი მაქსიმალურად შენარჩუნდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა საჯარო ბაღებთან დაკავშირებულ სამომავალო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ახალი ბაღების მშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია გრძელდება.

„2024 წელს ათი მიმდინარე პროექტიდან შვიდი ახალი ბაღი გაიხსნება და სამის რეაბილიტაცია დასრულდება. 15 იანვარს რეაბილიტირებულ შენობაში დაბრუნდება 89-ე ბაღის კონტინგენტი. ასევე, თვის ბოლომდე ახალი, N64 საბავშვო ბაღი გაიხსნება სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში. ამ პროექტების შედეგად იზრდება როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის რაოდენობა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე თბილისში 189 საჯარო ბაგა-ბაღია, რომლებიც 60 000-მდე ბავშვს ემსახურება.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »