გამარჯობა თეო, მადლობა რომ ხარ ჩვენი ინტერვიუს პირველი რესპოდენტი.
პირველ რიგში მინდა გკითხო როდის ჩამოხვედი საფრანგეთში და რა იყო შენი ჩამოსვლის მიზეზი.
გამარჯობა მადლობა თქვენ. საფრანგეთში ჩამოვედი 2021 წლის მაისში ოჯახთან ერთად. მიზეზი რის გამოც დავტოვე ჩემი სამშობლო არის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ახლა როგორ გრძნობ თავს? მიიღე თუ არა საჭირო მკურნალობა?
ამ ეტაპისთვის უკეთესად ვგრძნობ თავს, რათქმაუნდა მივიღე ყველა საჭირო მკურნალობა, თუმცა ჯერჯერობით ისევ მკურნალობის პროცესში ვარ და უფლის წყალობით იმედს არ ვკარგავ.
ყველაფერი კარგად იქნება.
თეო შენ ხარ მოვეკვავე როგორც ვიცი და ანსამბლ კოლხიდას ხელმძღვანელი. როდის გადაწყვიტე ანსაბლის ჩამოყალიბება საფრანგეთში და რა გზა გაიარე აქამდე მოსასვლელად.
დიახ პროფესიით ვარ მსახიობ-მოცეკვავე ქორეოგრაფი. რაც შეეხება როდის გადავწყვიტე ვერ გეტყვით, რადგან ქორეოგრაფია ჩემი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. აქ უცხო მიწაზე შექმნა ქართული ცეკვის სტუდია ძალიან ბევრ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ არსებობენ კეთილი ადამიანები ვინც დამეხმარა დარბაზის საკითხის მოგვარებაში.
რამდენი მოსწავლით დაიწყეთ და დღეს რამდენი წევრისგან შედგება ანსამბლი, მიღებები თუ გაქვთ ისევ და რამდენად მოთხოვნადია.
ეს არის გზა რომელიც მაბედნიერებს და მიმსუბუქებს ემიგრანტულ ცხოვრების სირთულეებს. არის ხშირი მომენტები როცა ვარ დეპრესიულ განწყობაზე, მაგრამ როგორცკი სარეპეტიციო დარბაზიში შევდივარ და ვხედავ ჩემს უსაყვარლეს მოსწავლეებს ამ დროს მავიწყდება ყოველი სირთულე.
სტუდია როცა გავხსენი 2022 წლის 7 სექტემბერს მყავდა დაახლოებით 18 მოსწავლე. წელს უკვე მყავს 30 მოსწავლე. მაქვს ორი ასაკობრივი ჯგუფი. როგორც ბავშვებისთვის 5 წლიდან 12 წლამდე.
ასევე ცეკვის მოყვარულთა ჯგუფი დიდებისთვის 12 წლიდან ზევით ასაკის შეუზღუდავად. მე ვფიქრობ ქართული ცეკვა ყოველთვის იყო და იქნება მოთხოვნადი. ეს არის ყველაზე დიდი ფუფუნება აქ უცხო მიწაზე ჩვენი მომავალი თაობა ეზიაროს ქართულ ტრადიციულ კულტურას, ქორეოგრაფიას.
მიღებები რათქმაუნდა გვაქვს სტუდიაში.
საფრანგეთი როგორც ქვეყანა როგორია შენთვის?
მომწონს საფრანგეთის თავისი პლიუს მინუსებიანად.
თუ გაიხსენებ რაიმე კურიოზს როცა იყავი ახალი ჩამოსული საფრანგეთში?
კი რათქმაუნდა ალბათ ისევე როგორც ყველა ახლად ჩამოსულს, მეც ენის ბარიერიდან გამდინარე მქონია პატარ პატარა კურიოზები. ერთხელ ლოკაციას ვერ მივაგენი და ვკითხე ქუჩაში ფრანგს, კარგად გულიანად ამიხსა მაგრამ ენის არ ცოდინის გამო მარჯვნივ წასვლის მაგივრად წავედით მარცხნივ ვერც იმ რანდევუზე მივედი სადაც მივდიოდით და კი დავკარგეთ დღის ნახევარი.
საქართველოს მონატრება როგორია?
საქართველოს მონატრებას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ეს ისეთი გრძნობაა რომელსაც ვერ ახსნი ზუსტად.
ჩემთვის ყველაზე დიდი მომატრებაა ჩემი საქართველო.
არავის არ ვუსურვებ გამოსცადოს სამშობლოს მონატრება. გაუსაძლისია ხშირად ეს განცდა.
დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო გულწრფელი საუბრისთვის, ასევე მადლობა რომ აკეთებ ქართულ საქმეს.
თუ შეიძლება ქალაქი და მისამართი გვითხრა სადაც ამსამბლი გაქვს რომ ნახოს მკითხველმა.
ასევ დიდი მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. სტუდია კოლხიდა საფრანგეთში კერძოდ ქალაქ ლე ჰავრში 76600. მის:19 Rue Bereult.
ასევე შეუძლიათ გვიპოვოთ სოციალური ქსელის საშუალებით. ფეისბუქ გვერდზე. სტუდია კოლხიდა საფრანგეთში. Kolkhida en France.
დიდი მადლობა და წარმატებები შენს საქმიანობაში.