GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
აზერბაიჯანში საფრანგეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
30
საზოგადოება / პოლიტიკა / საფრანგეთი / მსოფლიო
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საფრანგეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა.

აზერბაიჯანელი დიპლომატის თქმით, საფრანგეთის მოქალაქე, მარტინ რაიანი გასული წლის 4 დეკემბერს დააკავეს. აზერბაიჯანის ელჩის განცხადებით, სასამართლომ დაკავებულს ოთხთვიანი პატიმრობა შეუფარდა და დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა აზერბაიჯანში საფრანგეთის საელჩოს.

აზერბაიჯანის მედია წერს, რომ შპს „მერკორამას“ გენერალური დირექტორის, მარტინ რაიანის მანიპულაციას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი სამმართველოს აგენტი ახდენდა, რომელიც შემდეგ ბაქოდან გააძევეს.

ამასთან, გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებებისა და დაკავებების შედეგად, აზერბაიჯანში გამოიკვეთა ფრანგული სადაზვერვო სამსახურების ფართო სადაზვერვო ქსელი, რომელიც მონაწილეობდა სხვადასხვა ოპერაციაში უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანაში.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »