GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
8 იანვარს, საფრანგეთში საქართველოს ელჩმა და იუნესკოში მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა შეხვედრა გამართა „ახალგაზრდა თაობის" Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილე ქართულ გუნდთან.
91
პოლიტიკა / ემიგრანტები / საფრანგეთი
8 იანვარს, საფრანგეთში საქართველოს ელჩმა და იუნესკოში მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა შეხვედრა გამართა „ახალგაზრდა თაობის" Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილე ქართულ გუნდთან. შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა.
ელჩმა ახალგაზრდებს გააცნო საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. ასევე ისაუბრა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტებზე.
ბატონმა გოჩა ჯავახიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების მნიშვნელობას, როგორც ქვეყნისთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას. ასევე აღნიშნა გადაწყვეტილებაში საფრანგეთის მიერ შეტანილი როლი.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე არსებული ლევილის მამულს. ელჩმა გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს გააცნო ლევილის მამულის ისტორია და სამომავლო გეგმები.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, საფრანგეთის, ესტონეთისა და სომხეთის ახალგაზრდები.


ნავიგაცია

საქართველო 861 საფრანგეთი 262 მსოფლიო 496 პოლიტიკა 426 კულტურა 86 სპორტი 458 ჯანმრთელობა 35 საზოგადოება 509 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 132 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 12 კარიერა 2

გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    მაი 2024    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (50)
მარტი 2024 (102)
თებერვალი 2024 (302)
იანვარი 2024 (470)
დეკემბერი 2023 (450)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »