GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ეკვადორის ციხიდან კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ადოლფო მასიას ვილიამარი გაუჩინარდა, რის გამოც ქვეყანაში ორთვიანი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული
53
საზოგადოება / მსოფლიო
მედიის ცნობით, ეკვადორის ციხიდან კრიმინალური დაჯგუფების ცნობილი ლიდერი გაუჩინარდა. ქვეყანაში ორთვიანი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული.

ადოლფო მასიას ვილიამარი, მეტსახელად „ფიტო“, ციხეში სასჯელს 12 წლის განმავლობაში იხდიდა და ამავდროულად ძლიერ კრიმინალურ დაჯგუფებას, „ლოს ჩონეროსს“ ხელმძღვანელობდა. ფიტო იმყოფებოდა ქალაქ გუაიაკილის საპატიმროს განსაკუთრებით დაცულ საკანში. ფიტო ცნობილი გავლენიანი მაფიოზია. მას კავშირი აქვს გასულ წელს პრეზიდენტობის კანდიდატის, ფერნანდო ვილიავისენსიოს მკვლელობასთან, რომელსაც ის მუქარებს უგზავნიდა. პოლიციის ცნობით, მათ მსჯავრდებულის საკანში არყოფნა კვირას აღმოაჩინეს.

პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა საშუალებას მისცემს შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას, სრული კონტროლი აღადგინონ ქვეყნის ციხეებზე.

აღსანიშნავია, რომ დაჯგუფება „ლოს ჩონეროსი“, ფაქტობრივად, აკონტროლებს რეგიონული ციხის ნაწილს, სადაც ფიტო იხდიდა სასჯელს. ჯერჯერობით დაუდგენელია, შეძლო თუ არა ფიტომ სასჯელაღსრულების კომპლექსის დატოვება, შესაძლოა, ის ციხის ტერიტორიაზე იმალებოდეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ ასობით ოფიცერი ციხის კომპლექსის ტერიტორიაზე ჩხრეკას ატარებს.

„ნარკოტერორისტული ჯგუფები ცდილობენ ჩვენს დაშინებას და ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ დავთმობთ მათი მოთხოვნების წინაშე. ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტერორისტებთან და არ მოვისვენებთ, ვიდრე მშვიდობა არ აღდგება“, – განაცხადა ეკვადორის პრეზიდენტმა.

რეგიონული ციხე, სადაც ფიტო ბოლო 12 წლის განმავლობაში სასჯელს იხდიდა, სასჯელაღსრულების დიდი კომპლექსის ნაწილია, რომელიც აერთიანებს ხუთ ციხეს, სადაც 12 ათასი პატიმარი იხდის სასჯელს. აგვისტოში კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ცოტა ხნით ამავე კომპლექსში მდებარე უფრო პატარა საპატიმროში, „ლა როკაში“ გადაიყვანეს, რომელიც უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევა იქ მყოფი პატიმრების მცირე რაოდენობის გამო. ფიტოს სხვა ციხეში გადაყვანას ათასობით სამხედრო უზრუნველყოფდა, თუმცა მსჯავრდებულის ადვოკატებმა მისი გადაყვანა გაასაჩივრეს, რის შედეგადაც ერთი თვის შემდეგ ფიტო ისევ რეგიონულ ციხეში დააბრუნეს.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »