GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ზურაბ აზარაშვილი - მაქსიმალურად ყურადღებით ვართ, სპეციალური ბაზებიც კი შევქმენით, ყოველდღიურ მონიტორინგს ვუწევთ როგორც ონკოლოგიური, ისე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე
7
ჯანმრთელობა / საზოგადოება / საქართველო
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებს შეუძლიათ, სასამართლოში გაასაჩივრონ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება, თუმცა ფაქტია, რომ მედიკამენტებთან დაკავშირებით იყო შეთანხმებული ქმედება კომპანიებს შორის, რათა ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან მომხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა.

აზარაშვილის თქმით, ამ კომპანიების მხრიდან კონკურენციის სააგენტოში ვერ იქნა წარდგენილი ვერანაირი არგუმენტი, რაც სააგენტოს განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებენ ფარმაცევტულ ბაზარზე როგორც ონკოლოგიური, ასევე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვაზე.

„რასაკვირველია, შეუძლიათ, გაასაჩივრონ სასამართლოში და ამტკიცონ თავიანთი სიმართლე, თუმცა ფაქტი საკმაოდ ცხადი, მკაფიოა, სადაც კონკრეტულად ვხედავთ იმ შეთანხმებულ ქმედებებს, რაც, სამწუხაროდ, ამ კომპანიებს შორის იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მომხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა. ზოგ შემთხვევაში ნახეთ, რომ სამჯერ და ოთხჯერ იყო გაძვირებული მედიკამენტები. სამწუხაროდ, ეს პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგან ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა. შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა კონკურენციის სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც წარმოვადგინეთ კონკურენციის სააგენტოში ჯერ კიდევ გასული წლის მარტის თვეში. ასევე, ცხადია, რომ ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი ამ კომპანიების მხრიდან კონკურენციის სააგენტოში, რაც კონკურენციის სააგენტოს მისცემდა განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას. ასეთი ფაქტი, სამწუხაროდ, საბოლოოდ დადასტურდა. მკაცრი რეაგირების შემდეგ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ფაქტი აღარ განმეორდება, თუმცა მაქსიმალურად ყურადღებით ვართ. ამისთვის სპეციალური ბაზებიც კი გვაქვს შექმნილი. ყოველდღიურად მონიტორინგს ვუწევთ როგორც ონკოლოგიური, ასევე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე, აგრეთვე მათ ნაშთებს ხელოვნური დეფიციტის არშექმნის მიზნით, რომ მოვახდინოთ ამის პრევენცია. ონკოლოგიურ მედიკამენტებს რაც შეეხება, ონკოლოგიური მედიკამენტებით უზრუნველყოფის ვალდებულებას უკვე ეტაპობრივად, ამ წლიდან სახელმწიფო იღებს მთლიანად. მწარმოებლებთან პირდაპირი კონტრაქტებით ჩვენ შევძელით, რომ გარკვეულ მედიკამენტებს უკვე იანვრიდან მივაწვდით პაციენტებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოთხი ფარმაცევტული კომპანია ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით შეთანხმებული ქმედების გამო, ჯამში, 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმეს. ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »