საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რა პროცედურების გავლაა საჭირო იმისთვის, რომ მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფმა ოჯახებმა სახელმწიფოსგან ახალი საცხოვრებელი ფართები მიიღონ და შესაბამისი პროგრამით სარგებლობა შეძლონ.
მინისტრის თქმით, მძიმე პირობებში მყოფ ოჯახებს თავადაც შეუძლიათ განაცხადების გაკეთება მუნიციპალურ ცენტრებში, რასაც შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო განიხილავს.
„ოჯახები განაცხადებს გააკეთებენ ჩვენს მუნიციპალურ ცენტრებში. პირველ ეტაპზე ინფორმაცია გვაქვს ყველა მუნიციპალიტეტიდან, სავარაუდოდ, ასეთი ოჯახები რომელ მუნიციპალიტეტებშიც არიან და აღრიცხულია. ამის საფუძველზე ჩვენც მივმართავთ და თვითონაც შეეძლებათ განაცხადების გაკეთება, რასაც შემდეგ განვიხილავთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.