ფოთის „კოლხეთი 1913“-ის მფლობელმა, მამუკა ჯუღელმა საქართველოს პირველ არხის ჟურნალისტთან, ცოტნე ქინქლაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გუნდის მომავალზე ისაუბრა.
„ჩვენს გუნდში დარჩნენ ვეტერანებიც – დათო მეგრელიშვილი და ლაშა გავლია, მაგრამ ახლა ძირითადი აქცენტი ახალგაზრდებზეა. ლეგიონერების გარეშე წინსვლა არ იქნება და 9-10 უცხოელს დავიმატებთ. „კოლხეთი“ მალე ვერ დაიპყრობს მსოფლიო არენას, 2 წელი მაინც დაგვჭირდება, ჩემი გეგმა ასეთია.
გათვლა მაქვს ვატო არველაძეზე. ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა. ტრავმა ჰქონდა და დრო გაუცდა, მაგრამ ახლა ჯანმრთელადაა და მისი დიდი იმედი მაქვს. ვატო „კოლხეთისთვის“ მნიშვნელოვანი შენაძენია. მიდის მოლაპარაკება რამდენიმე ნიჭიერ ახალგაზრდასთან. ასევე, გვასალიას, ხარებავას, ჩიქოვანის, ხარშილაძის, ჯიჯავაძისა და ზურაბიანის მეიმედება.
კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლა თუ არის რეალური ქართული ფეხბურთის მდგომარეობის გათვალისწინებით? ეს ჩემი სურვილია და მაქსიმუმს გავაკეთებ, ფოთის „კოლხეთი“ რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში რომ მოხვდეს, მაგრამ საამისოდ სხვა გუნდების გაძლიერებაა საჭირო.
დღეს ქუთაისის „ტორპედო“ კარგ სელექციას ატარებს, რომელსაც დავით კერესელიძის სახით შესანიშნავი მფლობელი ჰყავს, პირადად რამდენჯერმე შევხდი. ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი ერთ-ერთი საუკეთესოა და ტიტულებიც მოიპოვა. გია გეგუჩაძემ კარგი გუნდი შექმნა, მაგრამ არ გაუმართლა“, – ამბობს მამუკა ჯუღელი ცოტნე ქინქლაძესთან ინტერვიუში.