GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
საშობაო „ალილოს“ მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 7 იანვარს, 14:00 საათზე დაიწყება
4
საზოგადოება / კულტურა / საქართველო
ქრისტესშობას თბილისსა და მთელ საქართველოში სადღესასწაულო საზეიმო მსვლელობა „ალილო“ გაიმართება.

საპატრიარქოს ინფორმაციით, „ალილოს“ დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით აღდგა 2000 წელს.

„მსვლელობისათვის სპეციალურად იკერება ბაირაღები და მეალილეებისთვის – განსხვავებული შესამოსელი. დღესასწაულს ალამაზებს ურმები, რომლებიც სპეციალურად კასპის რაიონის სოფ.მეტეხიდან ჩამოჰყავთ.

მსვლელობა დაიწყება 7 იანვარს 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან. სადღესასწაულო მსვლელობის დროს მეალილეებს ხვდებიან პრეზიდენტი, პარლამენტის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. მეალილეები შობას ულოცავენ პატრიარქს და მსვლელობა სრულდება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც აღესრულება შობის პარაკლისი.

ქრისტეშობა დღესასწაულთა შორის განახლების, უკეთესი მომავლის, იმედისა და რწმენის ზეიმია. შობის დღესასწაულს წელსაც კვლავ ერთად აღვნიშნავთ და ამ საყოველთაო სიხარულს განსაკუთრებით გავუზიარებთ იმ ადამიანებს , რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“, – აცხადებენ საპატრიარქოში.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »