GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
„დილას“ მცველი „ჟენისში“ ითამაშებს - ყაზახური კლუბი მაქაცარიამ და კასრაძემ დატოვეს
9
სპორტი / საქართველო / მსოფლიო
გორის „დილა“ კიდევ ერთმა მოთამაშემ, ზურაბ თევზაძემ დატოვა და კარიერას ყაზახურ „ჟენისში“ გააგრძელებს, სადაც ნოემბერში მთავარ მწვრთნელად ლევან კორღალიძე დაინიშნა. ყაზახური კლუბი ორმა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა.

საქართველოს პირველი არხის ცნობით, „ჟენისში“ აღარ ითამაშებენ ლაშა კასრაძე და თამაზ მაქაცარია, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს გასული სეზონში გუნდი პირველი დივიზიონიდან პრემიერლიგაში რომ გადავიდა.

დეკემბერში ორივე ფეხბურთელი თურქულ შეკრებაზე იმყოფებოდა, მაგრამ საბოლოოდ გუნდს დაემშვიდობნენ. კარგი სეზონის შემდეგ ორივეს აქვს შეთავაზება და მოლაპარაკების დასრულებას ელოდებიან.

რაც შეეხება ზურაბ თევზაძეს – 28 წლის ცენტრალურმა მცველმა გასული სეზონი გორის „დილაში“ ჩაატარა და ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. ლევან კორღალიძეს ყაზახურ კლუბში თბილისის „ლოკომოტივიდან“ ნაცნობი სპეციალისტები დაეხმარებიან – მისი ასისტენტი ლუკა ხომასურიძე იქნება, ხოლო ფიზმომზადებაზე იტალიელი სპეციალისტი, რიკარდო დე ვივო იზრუნებს.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »